სენსაცია US Open-ზე | შელტონმა ალკარასი 5 სეტში დაამარცხა
US Open-ის მეოთხედფინალში სენსაცია დაფიქსირდა და მისი ავტორი ბენ შელტონია. ამერიკელი ჩოგბურთელი ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, კარლოს ალკარასს დაუპირისპირდა და ნახევარფინალის საგზური 5-სეტიან დაპირისპირებაში მოიპოვა — 6:7(5), 6:1, 6:3, 1:6, 7:6(10-7).
მატჩი ადგილობრივი დროით 03:34 საათზე დასრულდა და ტურნირის ისტორიაში ყველაზე გვიანდელი შეხვედრა გახდა. შელტონმა ალკარასი კარიერაში პირველად დაამარცხა და დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალში მესამედ გავიდა — მეორედ US Open-ზე.
ალკარასმა ხუთსეტიანი დაპირისპირება კარიერაში მეორედ წააგო. აქამდე ერთადერთი, ვინც კარლოსი 5-სეტიან შეხვედრაში დაამარცხა, მატეო ბერეტინი იყო — ესპანელი ჩოგბურთელი იტალიელთან ავსტრალიის ღია პირველობაზე დამარცხდა (2:6, 6:7, 6:4, 6:2, 6:7).
ცნობისთვის, შელტონი ნახევარფინალში თანამემამულე ფრენსის ტიაფოს დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალისტების ვინაობა უახლოეს საათებში გაირკვევა: მეოთხედფინალურ ეტაპზე კარენ ხაჩანოვი ალექსანდერ ბლოქს ხვდება, ხოლო ალექსანდრ ზვერევი — ბოტიკ ვან დე ზანდსხულპს.