მიქაუტაძის საგოლე პასი ჩემპიონთა ლიგაზე | ვილიარეალი დორტმუნდთან დამარცხდა
ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის პირველ ტურში „დორტმუნდმა'' „სიგნალ იდუნა პარკზე'' „ვილიარეალს'' 3:2 მოუგო.
სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში გიორგი მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა, პირველ ტაიმში ქართველ ფორვარდს გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ახლო მანძილიდან ცუდად დაარტყა.
53-ე წუთზე რენატო ვეიგას ავტოგოლით გერმანული კლუბი დაწინაურდა, 66-ე წუთზე მიქაუტაძის ჩაწოდებას სანტიაგო მოურინიოს გოლი მოჰყვა - 1:1.
Sofascore-მა მიქაუტაძეს 7,0 დაუწერა. თავის გუნდში უფრო მაღალი შეფასება მხოლოდ ტეჯონ ბიუკენენმა (7,7) და მეკარე პეტერ გულაჩიმ (7,4) მიიღეს.
დარჩენილ დროში სერუ გირასიმ დუბლი შეასრულა, მე-80 წუთზე გუნდი წინ გაიყვანა, 85-ე წუთზე პენალტიდან სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. მე-4 დამატებულ წუთზე გირასის ავტოგოლი დაფიქსირდა - 3:2.
მეორე ტურში, 13 სექტემბერს ვილიარეალი ნაპოლის მიიღებს.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძემ ოთხივე მატჩში ითამაშა (279 წუთი), პირველ ტურში სანტანდერის „რასინგთან“ საგოლე პასი შეასრულა, მეორე ტურში მადრიდის „ატლეტიკოს“ შეუგდო. ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის ჩათვლით ხუთ მატჩში 3 საგოლე მოქმედება აქვს, 1 გოლი და 2 საგოლე პასი.