„ოქროს ბურთს კვარა იმსახურებს“ - რინერის კომენტარი
ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდოს „ოქროს ბურთის“ გალა დაჯილდოებამდე რაც უფრო ცოტა დრო რჩება, მით მეტ მოსაზრებას გამოთქვამენ არამხოლოდ საფეხბურთო, არამედ სპორტული სამყაროს წარმომადგენლები. ჩვენთვის სასიამოვნო კი ის გახლავთ, რომ გამარჯვების ერთ-ერთი კანდიდატი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის უმაღლეს კლასსაც უამრავმა ლეგენდამ გაუსვა ხაზი. ერთ-ერთი მათგანია ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ძიუდოისტი ტედი რინერი გახლდათ, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„მე ყოველთვის „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელების გულშემატკივარი ვიქნები, რადგან ამ კლუბის წევრი ვიყავი და ის ჩემი ცხოვრების ნაწილია. თუმცა, ობიექტურად რომ შევხედოთ, „ოქროს ბურთი“ აუცილებლად „სენ-ჟერმენის“ წარმომადგენელმა უნდა მოიგოს, რადგან ამ გუნდმა ყველა შესაძლო ტიტული მოიპოვა. აუცილებლად აღვნიშნავ ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც ამ პრიზს ყველაზე მეტად იმსახურებს და ასევე უსმან დემბელეს, რომელსაც როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე მშვენიერი წელი ჰქონდა“.
ცნობისათვის, ტედი რინერი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ხუთგზის მედალოსანი და მსოფლიოს 11-გზის ჩემპიონი და ევროპის ხუთგზის გამარჯვებულია. რაც შეეხება „ოქროს ბურთის“ წლევანდელ დაჯილდოებას, მისი პირველი გამარჯვებულის სერ სტენლი მეტიუზის საპატივცემულოდ, მასპინძელი ქალაქი ლონდონი იქნება.