ხვიჩა კვარაცხელია, იური სიომინი
Aa
Aa

„ხვიჩას არავისზე ნაკლები სეზონი არ ჰქონია“ - სიომინი ოქროს ბურთის ფავორიტებზე

მოსკოვის „ლოკომოტივში“ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა, იური სიომინმა პრესტიჟული საფეხბურთო ჯილდოს, „ოქროს ბურთის“ მთავარ პრეტენდენტებზე ისაუბრა. სიომინმა აღნიშნა, რომ ჯილდოსთვის ბრძოლაში მხოლოდ აღიარებული ფავორიტების დუეტით არ უნდა შემოვიფარგლოთ.

მისივე აზრით, „პსჟ“-სა და საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონი მსოფლიო ვარსკვლავების შესადარ დონეზე ჩაატარა და სრული უფლება აქვს, ამ ჯილდოს მთავარ ფავორიტობაზე პრეტენზია განაცხადოს:

„ვფიქრობ, იამალისა და მბაპეს გარდა არის კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც სეზონი მათზე სუსტად არ ჩაუტარებია. ეს კვარაცხელიაა, რომელმაც თითქმის ყველა შესაძლო ტიტული მოიპოვა, მსოფლიო ჩემპიონატის გარდა, იქ საქართველოს ნაკრების არყოფნის გამო. ასე რომ, ჩემი სამი მთავარი ფავორიტია: იამალი, მბაპე და კვარაცხელია“.

„ოქროს ბურთის“ გადაცემის საზეიმო ცერემონია 26 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება. 2025/26 წლების სეზონის შედეგების მიხედვით, ჯილდოს მოქმედი მფლობელი „პარი სენ-ჟერმენისა“ და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი უსმან დემბელეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპესა და იამალის გვერდით - კვერნაძე საუკეთესო დრიბლიორებს შორის
მბაპესა და იამალის გვერდით - კვერნაძე საუკეთესო დრიბლიორებს შორის