„დაღესტნელ მებრძოლებს რატომ არ აგდებთ?“ - მაიკლ პეიჯი UFC-ის აკრიტიკებს
UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, მაიკლ პეიჯმა, რომელსაც პრომოუშენმა კონტრაქტი გაუწყვიტა, არიელ ჰელვანის გადაცემაში სტუმრობისას UFC-ის გადაწყვეტილება გააკრიტიკა.
„მეგონა, რომ დავსხდებოდით და ვისაუბრებდით. ყველაფერი ასე არ უნდა დასრულებულიყო, ეს უპატივცემულობა იყო. რატომ არ მომცეს მიკროფონი ჩხუბის შემდეგ? ეს უკვე მეორედ მოხდა.
იმის შესახებ, რომ კონტრაქტს არ მიხანგრძლივებდნენ, მხოლოდ მაშინ გავიგე, როდესაც ყველა სხვა დანარჩენმა. თუნდაც ამის შემდეგ შეიძლებოდა უბრალოდ მადლობის თქმა.
თუ ყველაფერი ჩხუბის სტილს უკავშირდება, ზოგიერთი დაღესტნელი მებრძოლი საკმაოდ მოსაწყენად ჩხუბობს, თუმცა მათ UFC-დან არავინ აგდებს“.
ცნობისთვის, მაიკლ პეიჯმა UFC-ში გამართული 6 ჩხუბიდან 5 მოიგო - ყველა შემთხვევაში საქმე მსაჯთა გადაწყვეტილებამდე მივიდა. ბოლოს მან პარიზში ნურსულტონ რუზიბოევი დაამარცხა, რის შემდეგაც UFC-მ მასთან თანამშრომლობა აღარ გააგრძელა.