„ძალიან კარგი მეკარეა“ | მამარდაშვილი ტოტენჰემთან ძირითადში დაიწყებს
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდონი ირაოლამ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. 15 სექტემბერს „წითლებს“ ინგლისის ლიგის თასის 1/16-ფინალში „ტოტენჰემთან“ მატჩი ელით და ესპანელმა სპეციალისტმა დაადასტურა, რომ „მამარდა“ ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს.
„ალისონთან მიმართებით ეჭვები არ არსებობს. მას ყველაფერი დამტკიცებული აქვს და ძალიან კარგად თამაშობს. გიორგი მამარდაშვილს ძალიან ვაფასებ. მას ესპანეთში გატარებული პერიოდიდან ვიცნობ.
გიორგისთვის მითქვამს, რომ ბორნმუთში ყოფნისას, მის გაფორმებას ვცდილობდით. მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა და დიახ, ხვალ ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს“.
ცნობისთვის, „ლივერპულისა“ და „ტოტენჰემის“ თამაში „ენფილდზე“ გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. „დეზებს“ ძალიან ცუდი სტარტი აქვთ და პრემიერლიგის ოთხ შეხვედრაში გოლი ჯერ არ გაუტანიათ.
რობერტო დე ძერბის ბიჭებმა ლიგის თასის 1/32-ფინალში „ჩარლტონი“ 5:1 გაანადგურეს, პრემიერლიგაში კი „ბრენტფორდს“ (0:3), „ნიუკასლს“ (0:2), „ნოტინგემს“ (0:0) და „ევერტონს“ (0:0) ვერ გაუტანეს.