„ენერგიულად გამოიყურებოდა და დაცვაშიც ბევრს შრომობდა, მაგრამ...“ - ფრანგული მედიის შეფასება
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-4 ტურში, „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „ბრესტს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 65 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ქართველი შემტევი აქტიურობდა და გოლის გატანის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, მიზანს ვერ მიაღწია. ლუის ენრიკემ კვარა 66-ე წუთზე, დეზირე დუეთი შეცვალა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრანგულმა მედიამ კვარაცხელიას თამაში შეაფასა:
Culturepsg – 4 ქულა: აგვისტოსთან შედარებით, ოდნავ მეტი მონდომება ჩანდა, მაგრამ თამაშზე გავლენა კვლავ ძალიან მცირე იყო.
Planetepsg – 5.5 ქულა: პირველ ტაიმში ორჯერ ძალიან ახლოს იყო გოლთან, როცა თავისი მარცხენა ფლანგიდან მარჯვენა ფეხით ორი დარტყმა შეასრულა. ფიზიკურად ენერგიულად გამოიყურებოდა და დაცვაშიც ბევრს შრომობდა. თუმცა, მას დააკლდა სისწრაფის ის მკვეთრი აფეთქება, რომელიც ჯერ არ აქვს იმისთვის, რომ თამაშში გარდატეხა შეიტანოს.
Parisfans – 4 ქულა: მან საკმაოდ ცოტა შექმნა, იღებდა სადავო გადაწყვეტილებებს და მეტოქე დიდად არ გაუკვირვებია. თუმცა, მაინც იყო რამდენიმე კარგი ჩანაფიქრი.
Footmercato – 4 ქულა: ამ საღამოს ოთხი დარტყმის ავტორი ქართველი ფეხბურთელი ძალიან ახლოს იყო ანგარიშის გახსნასთან, როცა 23-ე წუთზე მისი ლამაზი მოჭრილი დარტყმა სელვიკმა ბრწყინვალედ მოიგერია. თუმცა, სხვა მხრივ მას სიზუსტე აკლდა და ზოგჯერ გადაწყვეტილებებში შეცდომებს უშვებდა. მატჩის მიმდინარეობისას მან ტემპს დაუკლო.
ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ის ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯერჯერობით, მის ანგარიშზე მხოლოდ 1 საგოლე გადაცემაა.
4 ტურის შემდეგ პსჟ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 5 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს და მომდევნო შეხვედრას 20 აპრილს, სტუმრად „მარსელის“ წინააღმდეგ გამართავს.