უდინეზე, გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ითამაშებს თუ არა ჩაკვეტაძე ინტერთან - რას ამბობს უდინეზეს მწვრთნელი

ხვალ, იტალიის სერია A-ს მე-4 ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უდინეზე“ სტუმრად „ინტერს“ დაუპირისპირდება. მოსალოდნელია, რომ ქართველ შემტევს ახალ კლუბში დებიუტი სწორედ ხვალინდელ შეხვედრაში, ჯუზეპე მეაცაზე ექნება.

ამასთან დაკავშირებით „უდინეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა, კოსტა რუნიაიჩმა გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობასა და „ინტერის“ წინააღმდეგ თამაშის შანსებზე ისაუბრა.

რას ამბობს რუნიანიჩი:

„ჩაკვეტაძე გუნდთან ერთად სტაბილურად ვარჯიშობს. ტრავმა მოშუშებულია და სათამაშოდ მზადაა. ხვალ ვნახავთ, როგორ განვითარდება მატჩი, რამდენიმე სცენარი გვაქვს ნავარაუდევი, მაგრამ გეგმა ისაა, რომ გარკვეული წუთები ითამაშოს“.

ტრავმის შემდეგ, ქართველი შემტევი „უდინეზეს“ განაცხადს გასულ ტურში, „ლაციოს“ წინააღმდეგ დაუბრუნდა, თუმცა ჩაკვეტაძეს იმ მატჩში თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია. „უდინეზე“ „ლაციოს“ წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა.

რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, მატჩი საქართველოს დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რატომ არ ათამაშა ჩაკვეტაძე | უდინეზეს მწვრთნელმა ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა
რატომ არ ათამაშა ჩაკვეტაძე | უდინეზეს მწვრთნელმა ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა