გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

რატომ არ ათამაშა ჩაკვეტაძე | უდინეზეს მწვრთნელმა ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა

იტალიის სერია A-ს მესამე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უდინეზე“ „ლაციოს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა, თუმცა სათამაშო დრო არ მიუღია, მისი გუნდი კი 1:2 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ „უდინეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა, კოსტა რუნიაიჩმა პრესკონფერენცია გამართა. „პატარა ზებრების“ დამრიგებელს „ჩაკვეზეც“ ჰკითხეს და რუნიაიჩმა განაცხადა, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ გიორგი უკეთეს კონდიციებში იქნება.

„გიორგი ჩაკვეტაძეს სეზონის დაწყებამდე გამართულ ამხანაგურ შეხვედრებში ერთი წუთიც არ უთამაშია. თუ მშვიდად ვიმუშავებთ, გამოჩნდება, როდის შეძლებს მოედანზე დაბრუნებას. ჩაკვეტაძის სამატჩო განაცხადში შეყვანა და ოფიციალურ შეხვედრაში მისი გასახდელში ყოფნა სასიამოვნო იყო. სანაკრებო პაუზის შემდეგ ბევრად უკეთეს ფორმაში იქნება“.

ცნობისთვის, სანაკრებო პაუზის დროს „ჯვაროსნები“ ერთა ლიგის მატჩებს გამართავენ. 25 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება, 28 სექტემბერს უკრაინას შეხვდება, 2 ოქტომბერს უნგრეთში მასპინძელ გუნდს ეთამაშება, ხოლო 5-ში საუკეთესოს ვინაობას ჩრდილოეთ ირლანდიასთან სტუმრად გაარკვევს.

რაც შეეხება „უდინეზეს“, რუნიაიჩის გუნდი ახალ სეზონში პირველად დამარცხდა. „პატარა ზებრებს“ 4 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციას იკავებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეტოქის დაცვა გააგიჟა!“ - იტალიური მედია კვერნაძეს აფასებს
„მეტოქის დაცვა გააგიჟა!“ - იტალიური მედია კვერნაძეს აფასებს