მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, ხამზატ ჩიმაევი
Aa
Aa

„რთულია გამარჯვებული დაასახელო“ | ჩიმაევი იანისა და მერაბის ტრილოგიაზე

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილ ჩემპიონს, ხამზატ ჩიმაევს მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ტრილოგიაზე პროგნოზის გაკეთება უჭირს. ჩიმაევმა მათ ორთაბრძოლაზე ისაუბრა და არ დამალა, რომ სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩხუბებს თვალს საერთოდ არ ადევნებს.

„ახლა მათ შორის ანგარიში 1:1-ია და ეს ორთაბრძოლა ყველაფერს გადაწყვეტს. სიმართლე გითხრათ, ამ წონით დივიზიონს თვალს დიდად არ ვადევნებ. მათი ბოლო ორთაბრძოლა სრულად არ მინახავს, მხოლოდ ნაწყვეტები ვნახე, თუმცა სტილისტურად მომწონს, პიოტრი როგორც ჩხუბობს.

მერაბი გამძლე ბიჭია, რომელიც ხასიათით გამოირჩევა. პიოტრი სწრაფია და ლამაზად ჩხუბობს, ყველაფერი კარგად აქვს გათვლილი, თუმცა არ ვიცი, რა მოხდება. რთულია, გამარჯვებული დაასახელო“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და იანის დაპირისპირებას აბუ-დაბიში, 24 ოქტომბერს ვიხილავთ. რუსი მებრძოლი, ბუკმეკერების აზრით, ფავორიტია და მას მცირე უპირატესობა აქვს. იანისა და დვალიშვილის ჩხუბი UFC 333-ის თანამთავარი მოვლენა გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პირველ ნომრად ჩხუბობდა, ტრილოგიაში ასე არ იქნება“ | მერაბმა იანსა და უმარზე ისაუბრა
„პირველ ნომრად ჩხუბობდა, ტრილოგიაში ასე არ იქნება“ | მერაბმა იანსა და უმარზე ისაუბრა