ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის
ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მაიკლ ონილმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. ჩრდილოეთ ირლანდია საქართველოს ჯგუფშია და „ჯვაროსნებს“ პირველი შეხვედრა სწორედ მათ წინააღმდეგ ელოდებათ.
გოლკიპერები: ბეილი პიკოკ-ფარელი (ბლექპული), კონორ ჰაზარდი (უიკომბი), პირს ჩარლზი (ქპრ იჯარით მანჩესტერ სიტიდან).
მცველები: დანიელ ბალარდი (სანდერლენდი), ტრეი ჰუმი (სანდერლენდი), კიარონ ბრაუნი (ოქსფორდ იუნაიტედი), ბროდი სპენსერი (ოქსფორდ იუნაიტედი), პედი მაკნეირი (ჰალ სიტი), რუაირი მაკკონვილი (ნორვიჩი), ტერი დევლინი (პორტსმუთი), ტომ ეტჩესონი (ბლექბერნი), ეოინ ტოალი (ბოლტონი), მაიკლ ფორბსი (დანდი იუნაიტედი).
ნახევარმცველები: ეთან გალბრაიტი (სტოკი), ჯასტინ დევენი (სტოკი), შეი ჩარლზი (ფულემი), აიზეკ პრაისი (ვესტ ბრომვიჩი), პოლ სმიტი (ქპრ), ჯორდან ტომპსონი (პრესტონი), ჯეიმი მაკდონელი (ოქსფორდ იუნაიტედი), პატრიკ კელი (ბარნსლი), კირან მორისონი (შეფილდ უენსდეი, იჯარით ლივერპულიდან).
შემტევები: ჯოშ მაგენისი (სტივინეიჯი), დაიონ ჩარლზი (ბლექპული, იჯარით ჰადერსფილდიდან), კალუმ მარშალი (ლუტონი), ჯეიმი დონლი (ლუტონი, იჯარით ტოტენჰემიდან), ბრეიდენ გრეჰემი (ევერტონი), სიდეჩ ონილი (არსენალი).
ცნობისთვის, საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებების დაპირისპირება 25 სექტემბერს გაიმართება. „ჯვაროსნები“ მასპინძლები იქნებიან, თუმცა დისკვალიფიკაციის გამო, მატჩს მაყურებელი ვერ დაესწრება.