ხვიჩა კვარაცხელია, მარკინიოსი
Aa
Aa

კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ შინ მონაკოსთან დამარცხდა

ლიგა 1-ის მესამე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ „პარკ დე პრენსზე“ „მონაკოს“ უმასპინძლა.

ქართველი შემტევი პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველი გოლი მატჩში სწორედ მისი პასის შემდეგ გავიდა: ხვიჩამ ბურთი ზაირ-ემერისგან მიიღო და კარის გასწვრივ ჩააწოდა, სადაც ბურთი ცარიელ კარში მარკინიოსმა გაგზავნა. 58-ე წუთზე ნაზინიომ წონასწორობა აღადგინა, 72-ე წუთზე კი სტანის იდუმბომ სტუმრები დააწინაურა. დარჩენილ დროში პარიზელებმა „მონაკოს“ კართან არაერთი მომენტი შექმნეს, თუმცა ლუკას ჰრადეცკიმ შესანიშნავი მოგერიებებით თავის გუნდს სასურველი ანგარიში შეუნარჩუნა.

ენრიკემ კვარაცხელია 69-ე წუთზე შეცვალა. Sofascore-მა ქართველი შემტევის თამაში 7.8 ქულით შეაფასა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 1 საგოლე პასი, 3 დარტყმა, 2 დარტყმა კარში, 51 შეხება ბურთთან, 3-დან 2 წარმატებული დრიბლინგი, 34-დან 30 ზუსტი პასი (88%), 4 საკვანძო პასი, 2-დან 1 ზუსტი ჩაწოდება, 2 ვარდნა და 8-დან 5 მოგებული ორთაბრძოლა.

ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე პასი და გამორჩეული მომენტები

 

პსჟ-ს ლიგა 1-ის ახალ სეზონში ჯერ არ მოუგია: „რენთან“ და „ლილთან“ მატჩები მათ ფრედ დაასრულეს. 2 ქულით ლუის ენრიკეს გუნდი სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციაზეა.

9 სექტემბერს ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე პირველ მატჩს გამართავს, მათი მეტოქე კი ბრატისლავის „სლოვანი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა | კიოლნი შტუტგარტთან 1:4 განადგურდა
ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა | კიოლნი შტუტგარტთან 1:4 განადგურდა