ხარებაშვილის დებიუტი - გალათასარაის კარში გოლის გატანა შეეძლო
თურქეთის სუპერლიგაში საბა ხარებაშვილის დებიუტი შედგა. „ბაშაქშეჰირმა“ ახალგაზრდა ქართველი მცველი ოფიციალურ განაცხადში გუშინ შეიყვანა, დღეს კი ხარებაშვილმა უკვე „გალათასარაის“ წინააღმდეგ ითამაშა.
მე-16 წუთზე ანგარიში ვიქტორ ოსიმენმა გახსნა, 67-ეზე კი პენალტით ელდორ შომუროდოვმა წონასწორობა აღადგინა. 71-ე წუთზე ლუკას ტორეირამ „გალათასარაი“ დააწინაურა, თუმცა მალევე დევინსონ სანჩესმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში გათანაბრდა. 90-ე წუთზე გაბრიელ სარამ „ბაშაქშეჰირის“ კარში მესამე გოლი გაიტანა და სტუმრებს 3 ქულა მოუტანა.
რაც შეეხება ხარებაშვილს, ის მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა და 75-ე წუთზე გოლის გატანაც შეეძლო, როცა მას „გალას“ მეკარემ, უღურჩან ჩაქირმა აჯობა.
„ბაშაქშეჰირს“ 4 მატჩის შემდეგ 4 ქულა აქვს, ხარებაშვილის გუნდი სატურნირო ცხრილის მე-9 ადგილზეა და მომდევნო ტურში 13 სექტემბერს „ამედსპორს“ ესტუმრება.