გიორგი მაისურაძე
Aa
Aa

ძირითადში დაბრუნდა და საგოლე პასი გააკეთა - მაისურაძის კარგი მატჩი

უკრაინის პრემიერლიგის მეხუთე ტურში გიორგი მაისურაძის „პოლისიამ“ „კუდრივკას“ უმასპინძლა და 5:1 გაიმარჯვა.

კონფერენს ლიგაზე „კოპენჰაგენთან“ მატჩის შემდეგ (29 ივლისი) „პოლისიას“ მთავარმა მწვრთნელმა ქართველი განაპირა მცველი სათადარიგოთა სკამზე გადასვა და უკრაინის პრემიერლიგის ზედიზედ 3 შეხვედრაში თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა.

გასულ ტურში „შახტართან“ მაისურაძე მეორე ტაიმში ცვლილებაზე შევიდა, ახლა კი ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და პირველივე წუთზე საგოლე პასი მიითვალა - ქართველი მცველის პასის შემდეგ გოლი ვლადისლავ ველეტენმა გაიტანა.

 

მე-12 წუთზე „კუდრივკა“ 10 ფეხბურთელით დარჩა, 42-ე წუთზე კი სტუმრებმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრეს და „პოლისიას“ უპირატესობა ორბურთიანი გახდა, თუმცა ტაიმის მიწურულს რეინალდინიო ვერლეიმ ერთი ბურთი გაქვითა. 67-ე წუთზე „კუდრივკას“ კიდევ ერთი ფეხბურთელი გაუძევეს. 71-ე და 76-ე წუთზე იგორ კრასნოპირმა დუბლი გაიფორმა, 87-ე წუთზე კი ცვლილებაზე შესულმა ლეანდრო ანდრადემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

5 ტურის შემდეგ მაისურაძის გუნდი 12 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზეა. მეორე ადგილზე 10 ქულით „კარპატია“, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ფენომენალური იყო“ | სანიას მიხედვით, კვარა ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებს
    „ფენომენალური იყო“ | სანიას მიხედვით, კვარა ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებს