რატომ ვერ შედგა იჯარა ნოტინგემში - Superdeporte მამარდაზე წერს
ესპანური გამოცემა Superdeporte „ლივერპულის“ ქართველ მეკარეზე გიორგი მამარდაშვილზე წერს. გამოცემის ჟურნალისტი ხავიერ ბენგოა სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში მამარდაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ამბებს აჯამებს და აღნიშნავს, რომ ქართველმა მეკარემ შესაძლოა კლუბი მომავალ ზაფხულს მაინც დატოვოს.
„ზაფხულში ლივერპულმა გადაწყვიტა, რომ ალისონ ბეკერი გუნდში დარჩებოდა, რაც მამარდაშვილის სათამაშო დროზე პირდაპირ აისახებოდა. ქართველ მეკარეს პრესა ინგლისურ და იტალიურ გუნდებს უკავშირებდა, იყო საუბარი „იუვენტუსში“ იჯარაზეც, თუმცა ტრანსფერის ყველაზე რეალური შესაძლებლობა ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღის ადრე შეიქმნა.
მამარდაშვილთან დაკავშირებით ინფორმაცია „ნოტინგემმა“ გამოითხოვა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. „ლივერპული“ გიორგის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელეოდა, თუ სანაცვლოდ დიდ თანხას მიიღებდა. პრემიერლიგის კლუბები ფინანსურ პრობლემებს არ უჩივიან, მაგრამ ყველას თავისი პრიორიტეტი აქვს, ამიტომ ახლა მამარდაშვილს „ნოტინგემის“ ძირითად შემადგენლობაში თამაშის ნაცვლად, „ლივერპულში“ თავისი შანსისთვის ლოდინი მოუწევს.
პარალელურად ცნობილი გახდა, რომ „ლივერულმა“ „გენკიდან“ „ახალი კურტუა“, 18 წლის ლუკა ბრუგმანსი იყიდა და, როგორც მამარდაშვილისა და „ვალენსიას“ შემთხვევაში მოხდა, ახალგაზრდა მეკარე ერთწლიანი იჯარით ისევ „გენკში“ გაუშვა.
კლუბმა გადაწყვიტა, რომ ალისონის შემცვლელად გამოცდილი მამარდაშვილი ჰყავდეს სულ მცირე 2027 წლამდე, თუ შემდეგ ბრაზილიელი კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს...“
ცნობისთვის, დღეს „ლივერპული“ სტუმრად „იფსვიჩს“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.