ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე, ლამინ იამალი
Aa
Aa

„მე და მბაპე მსოფლიოში საუკეთესოები ვართ“ | იამალის აზრით, ოქროს ბურთი მან უნდა მოიგოს

„ბარსელონას“ სუპერვარსკვლავმა, ლამინ იამალმა „ოქროს ბურთის“ წლევანდელ დაჯილდოებაზე ისაუბრა. ესპანელი გარემარბი თვლის, რომ პრესტიჟული ჯილდო მან უნდა მოიგოს და მიაჩნია, რომ ის და კილიან მბაპე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან.

„ვის გადავცემდი „ოქროს ბურთს“? მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელს, თუმცა ძალიან გრძელი სასაუბრო თემაა ის, თუ ვის გადასცემენ ამ ჯილდოს. გულწრფელად მჯერა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები ორნი ვართ და წლეულს, ჩემი მიღწევებიდან გამომდინარე, ამ ჯილდოს ვიმსახურებ.

ვთვლი, რომ მე და კილიან მბაპე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ვართ. ეს ჩემთვის აშკარაა და ყველამ, ვინც თამაშებს უყურებს, ეს ძალიან კარგად იცის“.

ცნობისთვის, „ოქროს ბურთის“ წლევანდელი დაჯილდოების ფავორიტად ჰარი კეინი მოიაზრება. Goal-ს საკუთარ რეიტინგში პირველ ადგილზე სწორედ ინგლისელი ფეხბურთელი ჰყავს. კეინის შემდეგ ლამინ იამალი მოდის, ხოლო მესამე ადგილს ლიონელ მესი იკავებს.

„ოქროს ბურთის“ მოგების რეალური შანსი „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველ შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიასაც აქვს. „კვარა“ Goal-ის რეიტინგში მეცხრე ადგილზეა, თუმცა ტონი კროოსი, მიშელ პლატინი და ცნობილი ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ პრესტიჟულ ჯილდოს ის იმსახურებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბედნიერი ვარ, რომ ასეთი თავდამსხმელები მყავს“ - ენრიკე ბრესტთან გამარჯვების შემდეგ
„ბედნიერი ვარ, რომ ასეთი თავდამსხმელები მყავს“ - ენრიკე ბრესტთან გამარჯვების შემდეგ