„ახლა მას ერთი რამ აკლია, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ“ - მოურინიო ვინისიუსზე
„რეალის“ მწვრთნელი ჟოზე მოურინიო სეზონის სტარტზე ვინისიუსის თამაშით კმაყოფილია.
ბრაზილიელის ანგარიშზე 6 მატჩში 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
- სეზონის დასაწყისიდანვე ამბობთ, რომ კმაყოფილი ხართ ვინისიუსით, მაგრამ ამავე დროს მას საუკეთესო ფორმაში ვერ ხედავთ. როდისღა ვიხილავთ ვინისიუსის საუკეთესო ვერსიას?
„საუკეთესო ვერსია ის არის, როცა მას გოლი გააქვს. რა თქმა უნდა, უკიდურესად მნიშვნელოვანია საგოლე გადაცემებიც და გუნდისთვის მუშაობაც. თავდადება, ერთიანობა და კოლექტიური ძალისხმევა უდიდეს როლს თამაშობს.
ყოველდღიური მუშაობაც არანაკლებ მნიშვნელოვანია და ის ამას შესანიშნავად ართმევს თავს, მაგრამ არსებობს სხვა ვინისიუსიც. ის ვინისიუსი, რომელიც გასულ სეზონში ლისაბონში ვნახეთ - დაძაბულ მატჩებში, განსაკუთრებით პლეი-ოფის ორ მატჩში: უჩნდება ერთი შანსი, გააქვს გოლი - და მორჩა, საქმე გაკეთებულია.
ახლა მას სწორედ თამაშის ეს უმაღლესი დონე აკლია, მაგრამ მე მისით კმაყოფილი ვარ”.
- თქვა მოურინიომ.