გიორგი წიტაიშვილი, მადრიდის რეალი, რაიო ვალეკანო
Aa
Aa

წიტაიშვილის 3 საგოლე მომენტი - რაიო ვალეკანო რეალთან დამარცხდა

ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალმა რაიო ვალეკანოს უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა.

ეს მატჩი იმით იწვევდა ინტერესს, რომ სტუმართა გუნდის ძირითად შემადგენლობაში გიორგი წიტაიშვილი ვიხილეთ, რომელსაც შესანიშნავი მატჩი ჰქონდა.

სამეფო კლუბმა პირველ ტაიმში სამი უპასუხო გოლი გაიტანა. გოლები მიყოლებით მბაპემ, კარერასმა და ბელინგემმა გაიტანეს, თუმცა მატჩის საწყის წუთებზე გოლის გატანის კარგი შანსი წიტაიშვილს ჰქონდა, რომლის დარტყმაც კურტუამ მოიგერია.

მეორე ნახევარში ვალეკანომ თამაში გამოასწორა და არაერთი მომენტი შექმნა. მეტიც, ერთი ბურთი გაქვითა. თავი 51-ე წუთზე კამელომ გამოიჩინა.

63-ე წუთზე, 1-წუთიან მონაკვეთში გიორგი წიტაიშვილს ორი გოლის გატანის შანსი ჰქონდა. პირველ შემთხვევაში მან შორიდან გაისროლა და კვლავ კურტუამ მოიგერია, ხოლო მეორე ეპიზოდში მისი ახლოდან თავით დარტყმული ბურთი კარს ასცდა.

მატჩი საბოლოო შედეგი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კილიან მბაპემ დასვა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

წიტაიშვილის მომენტები Vs რეალი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი მუშაობის სტილი ძალიან მომწონს“ - ხვიჩამ ლუის ენრიკეზე ისაუბრა
„მისი მუშაობის სტილი ძალიან მომწონს“ - ხვიჩამ ლუის ენრიკეზე ისაუბრა