ჯენოა, გიორგი კვერნაძე, ფროზინონე
Aa
Aa

კვერნაძის გოლი - ფროზინონემ და ჯენოამ ქულები გაიყვეს

სერია ა-ს მორიგ ტურში ფროზინონე ჯენოას ესტუმრა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

სტუმართა მხრიდან ყველაზე აქტიური გიორგი კვერნაძე იყო, რომელმაც გოლი გაიტანა. ქართველმა თავდამსხმელმა ანგარიში მე-14 წუთზე გახსნა. პირველი ნახევარი 0:1 დასრულდა.

50-ე წუთზე ჯენოამ წონასწორობა აღადგინა. 65-ე წუთზე კვერნაძე დუბლთან იყო ახლოს, თუმცა მისი ყუმბარისებული დარტყმა ჯენოას მეკარემ მოიგერია.


მატჩი საკმაოდ სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა და მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა. 85-ე წუთზე, ფროზინონეს კონტრ-შეტევას სახიფათო მომენტი მოყვა. გიორგიმ შესანიშნავი პასი გააკეთა, თუმცა მისმა თანაგუნდელმა ცუდად დაარტყა.

საბოლოო ჯამში, მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა. ქართველი თავდამსხმელი მთავარმა მწვრთნელმა 87-ე წუთზე შეცვალა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვერნაძემ მეორე გოლი გაიტანა. პირველად თავი მან გასულ ტურში ფიორენტინას წინააღმდეგ გამოიჩინა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მწვრთნელმა ადგილი უნდა გამოუძებნოს“ - Diario de Sevilla ქოჩორაშვილზე
    „მწვრთნელმა ადგილი უნდა გამოუძებნოს“ - Diario de Sevilla ქოჩორაშვილზე