გიორგი გულიაშვილი, რასინგი
Aa
Aa

გულიაშვილი ცვლილებაზე შევიდა - რასინგმა ალავესს მოუგო

ლა ლიგის მეხუთე ტურში გიორგი გულიაშვილის „რასინგმა“ ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს, „ალავესს“ უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა.

ანგარიში მე-18 წუთზე სტუმართა მცველმა, ვილე კოსკიმ გახსნა. 38-ე წუთზე „რასინგის“ მაროკოელმა ფორვარდმა, იასინ ზაბირიმ წონასწორობა აღადგინა, მეორე ტაიმში კი დუბლი გაიფორმა. მატჩის ბოლო წუთებზე უხეში თამაშისთვის მოედნიდან „რასინგის“ ნახევარმცველი ანდრე ალმეიდა გააძევეს, თუმცა „ალავესმა“ რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენა.

რაც შეეხება გულიაშვილს, ის სათადარიგო იყო და მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა. „რასინგი“ ანგარიშის შენარჩუნებაზე იყო გადართული, რის გამოც ქართველ ფორვარდს მეტოქის კართან თავის გამოჩენის საშუალება არ ჰქონია.

მატჩის ბოლო წუთებზე კი „რასინგის“ მწვრთნელმა საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და მოედანზე 15 წუთის წინ შესული გულიაშვილი ისევ შეცვალა. ამ გადაწყვეტილების მიზეზს დიდი ალბათობით ხოსე ალბერტო ლოპესი პრესკონფერენციაზე დაასახელებს. Sofascore-მა გულიაშვილის თამაში 6.6 ქულით შეაფასა.

5 ტურის შემდეგ „რასინგს“ 7 ქულა აქვს. გულიაშვილის გუნდი სატურნირო ცხრილის მე-8 ადგილზეა და მომდევნო ტურში 16 სექტემბერს „ბარსელონას“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზივზივაძე კილთან ვერ ითამაშებს | ჰაიდენჰაიმის მწვრთნელმა ეს ოფიციალურად დაადასტურა
ზივზივაძე კილთან ვერ ითამაშებს | ჰაიდენჰაიმის მწვრთნელმა ეს ოფიციალურად დაადასტურა