„მწვრთნელმა ადგილი უნდა გამოუძებნოს“ - Diario de Sevilla ქოჩორაშვილზე
ესპანური გამოცემა Diario de Sevilla გიორგი ქოჩორაშვილზე წერს, რომლის პასითაც სევილია-ვალენსიას გუშინდელ მატჩში ერთადერთი გოლი გავიდა.
გამოცემის ჟურნალისტი ფრანსისკო ხოსე ორტეგა ქართველ ნახევარმცველს აქებს და აღნიშნავს, რომ „სევილიას“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის გარსიამ მას ძირითად შემადგენლობაში ადგილი უნდა გამოუძებნოს.
„ქოჩორაშვილი მოედანზე დაღლილი ფოფანას ნაცვლად გამოჩნდა და სტანდარტული სიტუაციების შესრულებისა და გაწეული სამუშაოს მხრივ „სევილიასთვის“ შეუცვლელი გახდა. ხუან იგლესიასზე მისი ჩაწოდება შესანიშნავი იყო, ისევე როგორც რამდენიმე სხვა ჩაწოდება, რომლებიც კარში ან კარისკენ დარტყმებით დასრულდა“.
ქოჩორაშვილმა მისთვის გამოყოფილი დროიდან მაქსიმუმი გამოიღო და ყველას აჩვენა, რომ მწვრთნელს ახლა მოუწევს, მას გუნდში ადგილი გამოუძებნოს“.
ამ გამარჯვების შემდეგ, „სევილია” 10 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება, თუმცა ტურის დასრულების შემდეგ, დიდი ალბათობით ცხრილში ცოტათი ქვემოთ ჩამოიწევს.
სანაკრებო პაუზამდე „სევილიას” ლა ლიგის ორი ტური ელის. 16 სექტემბერს „დალაქები” „დეპორტივოს” (21:00) უმასპინძლებენ, 19 სექტემბერს კი „კამპ ნოუზე” „ბარსელონას” (23:00) დაუპირისპირდებიან.