ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ერთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშების ორი საშინაო მატჩის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო ორ შეხვედრას სტუმრად გამართავს. 2 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი, ბუდაპეშტში, უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 5 ოქტომბერს, ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ ბელფასტში ვითამაშებთ.
აღნიშნულ მატჩებზე საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 27 აგვისტოს, 12:00 საათზე, BILETEBI.GE-ზე დაიწყება და 21 სექტემბრამდე გაგრძელდება.
უნგრეთი - საქართველოს მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასია 7000 უნგრული ფორინტის ეკვივალენტი ლარში, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდია - საქართველოს შეხვედრის ბილეთის ღირებულება - 40 გირვანქა სტერლინგის ეკვივალენტი ლარში. ერთ მომხმარებელს თითოეულ მატჩზე მაქსიმუმ 2 ბილეთის შეძენა შეუძლია.
ბილეთების შეძენისას თითოეული ბილეთის მფლობელზე სავალდებულოა შემდეგი ინფორმაციის მითითება:
სახელი და გვარი ლათინური სიმბოლოებით, დაბადების თარიღი და ადგილი, პასპორტის ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი
აუცილებელია, რომ ბილეთის შეძენისას მითითებული ინფორმაცია სრულად შეესაბამებოდეს ბილეთის მფლობელის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის მონაცემებს
შეძენილ ბილეთებს მიიღებთ BILETEBI.GE-ზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, მატჩამდე ორი დღით ადრე. სტადიონზე შესვლისას აუცილებელია წარადგინოთ ფიზიკური ან ონლაინ ბილეთი და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი.