მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„მხოლოდ ჩემთვის კი არა, მთელი დაღესტნისთვისაა პირადი“ | უმარი მერაბთან კონფლიქტზე

უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. ნურმაგომედოვი ვარაუდობს, რომ პიოტრ იანი „მანქანას“ დაამარცხებს და აღნიშნავს, რომ მერაბთან დაპირისპირება უკვე პირად კონფლიქტში გადაიზარდა.

„ვფიქრობ, ჩემი მომდევნო მეტოქე მერაბი იქნება. არ აქვს მნიშვნელობა, მოიგებს თუ წააგებს. თუ იანი გაიმარჯვებს, მგონია, რომ UFC შანსს შონ ომალის მისცემს და მისი და პიოტრის რევანში გაიმართება. ველოდები, რომ ასე მოხდება, ხოლო თუ მერაბი მოიგებს, მისი მომდევნო მეტოქე მე ვიქნები.

გადავიდა თუ არა პირადში ჩვენი დაპირისპირება? კი, ზუსტად ასეა. ახლა ეს პირადი ამბავია. პირადად იქცა მას შემდეგ, რაც RAF Georgia-ზე მოხდა? დიახ, ასეა. პირადია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი დაღესტნისთვის.

რაც შეეხება დვალიშვილისა და იანის ტრილოგიას, ვნახოთ, რა მოხდება. პირადად მე ველოდები, რომ პიოტრი მერაბს კიდევ ერთხელ დაამარცხებს და UFC ჩემი და დვალიშვილის რემატჩს გამართავს. ვფიქრობ, ყველაფერი ზუსტად ასე მოხდება“.

შეგახსენებთ, რომ უმარ ნურმაგომედოვი მომდევნო ორთაბრძოლას 29 აგვისტოს გამართავს. რუსი მებრძოლი ჩინეთში იჩხუბებს და სონგ იადონგს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ ტრავმით ხალხი სახელს ვერ წერს, ილია კი ჩხუბობდა“ | მერაბ დვალიშვილი თოფურიაზე
„ამ ტრავმით ხალხი სახელს ვერ წერს, ილია კი ჩხუბობდა“ | მერაბ დვალიშვილი თოფურიაზე