რაჰიმ სტერლინგი
Aa
Aa

ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება - სტერლინგი სასამართლოს წინაშე წარდგება

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მაისში ლონდონის მახლობლად დააკავეს, როცა მის მიერ მართული „ლამბორგინი“ გზიდან გადავიდა და ღობეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მოგვიანებით სტერლინგი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მას ბრალად ავტომობილის სახიფათოდ მართვა, აზოტის ოქსიდის უკანონოდ შენახვა და ნიმუშის წარდგენაზე უარის თქმა ედება.

31 წლის ფეხბურთელი სასამართლოს წინაშე 15 სექტემბერს წარდგება, მას ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

იანვარში სტერლინგმა და ჩელსიმ კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს და ბრიტანელი გარემარბი „ფეიენოორდს“ შეუერთდა, სადაც მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა. ამჟამად სტერლინგი თავისუფალი აგენტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“კარადაში დიდ ადგილს იკავებდა“ - მენდიმ 2018 წლის მუნდიალის სამახსოვრო თასი გაყიდა
“კარადაში დიდ ადგილს იკავებდა“ - მენდიმ 2018 წლის მუნდიალის სამახსოვრო თასი გაყიდა