„მათ წინააღმდეგ თამაში წარმოუდგენლად რთულია“ - ბუდუმ ესპანეთზე ისაუბრა
საქართველოს ნაკრებისა და „ჰაიდენჰაიმის“ ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზივაძემ გერმანულ Sport 1-თან ინტერვიუში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი შეაფასა და ესპანეთის ნაკრები შეაქო. ბუდუმ საქართველოს ნაკრების „ფურია როხასთან“ დაპირისპირების ისტორიებიც გაიხსენა.
რას ამბობს ზივზივაძე:
 
„ეროვნული ნაკრების საკვალიფიკაციო თამაშების დროს ჩვენს ჯგუფში ესპანეთი მოხვდა, რაც საერთოდ არ გაგვხარებია, რადგან თითქმის ყველა თამაში წავაგეთ. ისინი ყოველთვის დომინირებდნენ, ბურთი სულ მათ ჰქონდათ და არასდროს თმობდნენ. ამ მსოფლიო ჩემპიონატზეც კარგად გამოჩნდა, თუ რა შეუძლიათ სინამდვილეში.
 
ესპანეთის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია. საფრანგეთს, რომელსაც უძლიერესი გუნდი ჰყავს, შანსი არ ჰქონია, ისევე როგორც არგენტინას ფინალში, რომლის შემადგენლობაშიც მესი და სხვა ვარსკვლავები თამაშობენ — მათ 90 წუთის განმავლობაში კარისკენ ერთხელაც კი ვერ დაარტყეს.
 
როდესაც ესპანეთს ვეთამაშებოდით, კარგად ვიცოდით, რომ ძალიან მაგარი გუნდი იყო და მსოფლიო ჩემპიონატის მოგების დიდი შანსი ჰქონდათ. ეს ყველაფერი მართლაც ძალიან რთული იყო.“
 
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა 1:0 დაამარცხა და მუნდიალის ჩემპიონობა ისტორიაში მეორედ იზეიმა.