საბაჰი
Aa
Aa

აზერბაიჯანული ზღაპარი - 2017 წელს დაარსებული საბაჰი ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩში აზერბაიჯანული ფეხბურთის ახალი ისტორია დაიწერა.

ბაქოს საბაჰმა 2-მატჩიან დაპირისპირებაში ჰაპოელ ბერ შეევა დაამარცხა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ძირითად ბადეში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ბერ შეევამ 2:1 მოიგო. მეორე მატჩი საოცრად დრამატული გამოდგა.

90-ე წუთისთვის ტაბლოზე 2:2 ფიქსირდებოდა, რაც აზერბაიჯანულ გუნდს ხელს არ აძლევდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ტემურ მუტალიმოვმა გაისროლა, 3:2 დააფიქსირა და შეხვედრა დამატებით ტაიმებში გადავიდა.

101-ე წუთზე ისაიევის პასი გოლად გაბონელმა ლეგიონერმა, მბინამ აქცია. 115-ე წუთზე მატჩის საბოლოო შედეგი მიკელსმა დასვა - საბაჰმა ახალი ისტორია დაწერა!!  საინტერესო ის გახლავთ, რომ საბაჰი 2017 წელს დაარსდა.

საბაჰს, არსებობის ისტორიაში 3 ტიტული აქვს. 2024/2025 და 2025/2026 წლებში აზერბაიჯანის თასი მოიგო, ხოლო ასევე 2025/2026 წლების სეზონში ქვეყნის ჩემპიონი გახდა, რის შემდეგაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.

ცნობისთვის, საბაჰმა ჩემპიონთა ლიგის ფაზისკენ მიმავალ გზაზე 2-მატჩიან დუელებში უელსური თიენსი, ფინური კუპსი და დანიური აარუსი დაამარცხა. დღეს კი ჰაპოელ ბერშეევას აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები