ხულიან ალვარესი
Aa
Aa

არსენალი მზადაა 130 მილიონი გადაიხადოს | The Mirror-ის ახალი ცნობა ალვარესზე

The Mirror-ის ინფორმაციით, არსენალი მზადაა ხულიან ალვარესისთვის დიდი ნაბიჯი გადადგას, ჩრდილოლონდონური კლუბი მზადაა არგენტინელის სანაცვლოდ 130 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს. ახლა გარიგება დამოკიდებულია ფეხბურთელის პოზიციაზე, მისცემს თუ არა ალვარესი არსენალს მოქმედების დასაწყებად მწვანე შუქს.

ვილიარეალთან მატჩის შემდეგ The Athletic-მა დაწერა, რომ არსენალი ერთადერთი გუნდია, სადაც შესაძლოა ალვარესი გადავიდეს, თუ არსენალი მასში 130 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაიხდის. ახლა ყველაფერი ფეხბურთელზეა დამოკიდებული, რადგან კლუბი ფეხბურთელის ინგლისში გაყიდვის წინააღმდეგი არაა და აღნიშნული თანხა ატლეტიკოსთვის მისაღები ვარიანტია.

El Chiringuito-ს ინფორმაციით, მადრიდის ატლეტიკოში ხულიან ალვარესის გარშემო შექმნილი ვითარება გასახდელში დაძაბულობას იწვევს. მისი თანაგუნდელების დიდი ნაწილი დისკომფორტს განიცდის, სერიოზულადაა გაღიზიანებული მიმდინარე საგით და ახლა ურჩევნიათ, რომ არსენალის სამიზნემ გუნდი დატოვოს, რათა ამ სიტუაციას საბოლოოდ დაესვას წერტილი.

ხულიან ალვარესს რთული პერიოდი უდგას, ვილიარეალთან მატჩისას ატლეტიკოს გულშემატკივრებმა არგენტინელ ფეხბურთელს უსტვინეს და შეძახილებით კლუბს მისი გაყიდვისკენ მოუწოდეს. მატჩის შემდეგ, „როხიბლანკოსის“ მოთამაშეები გულშემატკივრებს ტაშს უკრავდნენ და სტადიონზე მისვლისთვის მადლობას უხდიდნენ. ალვარესი მათთან ერთად არ იმყოფებოდა და მოედანი მარტომ დატოვა.

მომხდარის შემდეგ უცხოურ პრესაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა. ცნობილი ესპანელი ჟურნალისტის, გასტონ ედულის ინფორმაციით, ალვარესის ამჟამინდელი სიტუაცია ხელს არავის აძლევს და ერთადერთი, ვინც მის წასვლას ბლოკავს, „როხიბლანკოსის“ აღმასრულებელი დირექტორი, მიგელ ანხელ ხილ მარინია. ალვარესს „ბარსელონაში“ გადასვლა სურს, თუმცა ამის შანსი მინიმალურიც არაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაპიტნად აირჩიეს, გოლები გაიტანა | ლაშა დვალი სოფიის ცსკა 1948-ის ლიდერია
კაპიტნად აირჩიეს, გოლები გაიტანა | ლაშა დვალი სოფიის ცსკა 1948-ის ლიდერია