გოგა ბითაძე, თორნიკე შენგელია, სანდრო მამუკელაშვილი, ალექსანდარ ჯიკიჩი
Aa
Aa

101 ქულა ისრაელის წინააღმდეგ | საქართველოს ნაკრების გამარჯვება ამხანაგურ მატჩში

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდისთვის ემზადება. ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდმა ამხანაგური შეხვედრა გამართა, თბილისში ისრაელის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა და 101:90 გაიმარჯვა.

მატჩის სტარტი სტუმრების იყო და ისრაელმა 8-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა — 9:17, რომელიც მეოთხედის ბოლომდე შეინარჩუნა (17:25). მეორე ათწუთეული საქართველოს ნაკრების კარნახით წარიმართა და ჯიკიჩის ბიჭები 1 ქულით წინ გავიდნენ. მეორე მეოთხედის დასკვნით ნაწილში ვერც ერთი ნაკრები ვერ გაიქცა და საბოლოოდ შესვენებაზე ორი ქულით ვიგებდით — 43:41.

საქართველოს ნაკრებმა მესამე მეოთხედი კარგად დაიწყო და ტაბლოზე 62:55 დააფიქსირა, თუმცა ისრაელელებმა ჯერ ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანეს, ბოლო წამებში კი წინაც გავიდნენ — 68:69.

მეოთხე მეოთხედის სტარტზე გუნდებმა სამქულიანები გაცვალეს, რის შემდეგაც გიორგი ტურძილაძემ საქართველოს მინიმალური უპირატესობა მოუტანა — 75:74. მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ჯიკიჩის ბიჭები 6:0 გაიქცნენ. ალექსანდრე ფევაძემ სამქულიანი გამოიყენა, დუდა სანაძემ კი მეტოქის პასი ჩაჭრა, სამიანი ჩააგდო და ისრაელს წუთშესვენების აღება აიძულა. პარკეტზე დაბრუნებულმა სტუმრებმა 6-ქულიანი გაქცევით გვიპასუხეს, რის შემდეგაც უმნიშვნელოვანესი სამქულიანი და ორქულიანი ჩავაგდეთ, დარჩენილ დროში კი მეტოქეს შანსი არ მივეცით და 101:90 გავიმარჯვეთ.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 28 აგვისტოს გამართავს და მონტენეგროს დაუპირისპირდება. სამ დღეში ჩვენი გუნდი სტუმრად პორტუგალიას შეხვდება.

ალექსანდრე მერკვილაძე (2 ქულა), მარკიზ რიდი (5 ქულა), რატი ანდრონიკაშვილი (12 ქულა), სანდრო მამუკელაშვილი (20 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი), დუდა სანაძე (11 ქულა), გიორგი ტურძილაძე (4 ქულა, 3 მოხსნა), გიორგი კორსანტია (2 მოხსნა), ალექსანდრე ფევაძე (3 ქულა), თორნიკე შენგელია (17 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი), გოგა ბითაძე (22 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი), გიორგი ოჩხიკიძე (5 ქულა).

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ჰაიდენჰაიმი მე-4 ლიგის გუნდთან განადგურდა | ბუდუმ პენალტი ვერ გაიტანა
ჰაიდენჰაიმი მე-4 ლიგის გუნდთან განადგურდა | ბუდუმ პენალტი ვერ გაიტანა