გაბრიელ მარტინელი
Aa
Aa

სარეკორდო გასხვისება არსენალის ისტორიაში | მარტინელი საუდის არაბეთში მიდის

ბენ იაკობსის ინფორმაციით, გაბრიელ  მარტინელი ალ-ჰილალში გადასვლასთან ახლოსაა. არსენალსა და საუდის არაბეთის კლუბს შორის პრინციპული შეთანხმება მიღწეულია, რომლის მიხედვით ჩრდილოლონდონელები ბრაზილიელი გარემარბის სანაცვლოდ 66 მილიონ ევროს/ 57 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებენ, რაც კლუბის ისტორიაში სარეკორდო გაყიდვა იქნება. 

CBS Sports-ის საფეხბურთო კორესპონდენტის, ჯეიმს ბენჯის ინფორმაციით, ლონდონელები ფიქსირებული თანხის სახით 58 მილიონ ევროს მიიღებენ, ხოლო დამატებით 8 მილიონ ევროს — ბონუსების სახით.

ბრაზილიელი არსენალის გეგმებში აღარ შედის, თუმცა მიმდინარე თვის დასაწყისში მან გალათასარაის შეთავაზებაზე უარი თქვა.

გაბრიელის წლიური შემოსავალი 20 მილიონი ევრო იქნება. ალ-ჰილალი ტრანსფერის ოფიციალურად გაფორმებისთვის მარტინელისგან საბოლოო თანხმობას ელოდება.

ამ ზაფხულს არსენალმა მარცხენა ფლანგი გააძლიერა და 34 მილიონ ფუნტად ბრიუგედან ხრისტოს ცოლისი დაიმატა. ბერძენმა ფეხბურთელმა პრესეზონზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და გასულ კვირას ქოვენთრისთან პრემიერლიგის სადებიუტო მატჩში გამარჯვებისას ყურადღებაც მიიპყრო.

ასევე შეგახსენებთ, რომ The Mirror-ის ინფორმაციით, არსენალი მზადაა ხულიან ალვარესისთვის დიდი ნაბიჯი გადადგას, ჩრდილოლონდონური კლუბი მზადაა არგენტინელის სანაცვლოდ 130 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს. ახლა გარიგება დამოკიდებულია ფეხბურთელის პოზიციაზე, მისცემს თუ არა ალვარესი არსენალს მოქმედების დასაწყებად მწვანე შუქს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნარიმანიძის გამარჯვების გოლი | ქართველი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა
ნარიმანიძის გამარჯვების გოლი | ქართველი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა