„ისრაელთან აჩვენა, რა შეუძლია მოუტანოს ლეიკერსს“ - ClutchPoints მამუკელაშვილზე
ცნობილი გამოცემა ClutchPoints-ი „ლოს ანჯელეს ლეიკერსის„ ქართველ კალათბურთელზე, სანდრო მამუკელაშვილზე წერს.
გამოცემა საქართველო-ისრაელის ამხანაგურ მატჩს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მამუკელაშვილმა აჩვენა, თუ რით შეუძლია დაეხმაროს „ლეიკერსს“.
„27 წლის მამუკელაშვილს ისრაელის წინააღმდეგ კარგი პერფორმანსი ჰქონდა. „ორლანდო მეჯიქის“ კალათბურთელ გოგა ბითაძესთან ერთად მამუკელაშვილმა თავის ნაკრებს 101:90 მოგებულ მატჩში ულიდერა. სანდრომ 20 ქულას, 6 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა მიამატა.
„ლეიკერსში“ ბურთს ამდენი ხანი მამუკელაშვილი ვერ შეინარჩუნებს. მას ლუკა დონჩიჩისა და ოსტინ რივზის დამხმარეს როლი ექნება, თუმცა ისრაელთან მატჩში მან აჩვენა, თუ რა შეუძლია გააკეთოს „ლეიკერსში“, რომელიც გასულ სეზონში 29 მატჩი წააგო, პლეიოფის მეორე რაუნდში კი „ოკლაჰომასთან“ განადგურდა.
დასავლეთ კონფერენციაში ფავორიტებად „თანდერი“, „სპურსი“ და „ტიმბერვულვზი“ ითვლებიან, მაგრამ არც „ლეიკერსის“ გამორიცხვა შეიძლება, სადაც ლებრონ ჯეიმსის წასვლის შემდეგ ერთპიროვნული ლიდერის როლს ლუკა დონჩინი მოირგებს.
მამუკელაშვილისთვის გასული სეზონი კარიერაში საუკეთესო გამოდგა - ის „ტორონტოში“ საშუალოდ 11.2 ქულას, 4.9 მოხსნასა და 1.9 შედეგიან გადაცემას აგროვებდა, თამაშიდან კი 52.3%-იანი სიზუსტით ისროდა“.
შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილმა „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან“ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.