ლუკას საჩუქრები, ჩარტერი და თევზაობა | ლეიკერსის კალათბურთელები სლოვენიაში ჩადიან
სანდრო მამუკელაშვილის „ლოს ანჯელეს ლეიკერსში“ ბევრი რამ შეიცვალა. ლებრონ ჯეიმსმა გუნდი დატოვა და „ფილადელფია სევენთი სიქსერსში“ გადავიდა, რის შემდეგაც „ლეიკერსის“ მთავარი სუპერვარსკვლავი ლუკა დონჩიჩია. 27 წლის კალათბურთელმა გუნდში კარგი ატმოსფეროს ჩამოსაყალიბებლად თანაგუნდელები სლოვენიაში დაპატიჟა.
ESPN-ის ჟურნალისტმა, რამონა შელბერნმა დონჩიჩის ინიციატივაზე ისაუბრა და დეტალები გაასაჯაროვა: „ლუკა 14 ადამიანისთვის ჩარტერულ რეისს დაიქირავებს. სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც საქართველოში იმყოფება, თანაგუნდელებს სლოვენიაში შეუერთდება.
ჩარტერული რეისის თვითმფრინავში „ლეიკერსის“ კალათბურთელებს საჩუქრები დახვდებათ და სლოვენიაში ჩასვლის შემდეგ, სასტუმროშიც საჩუქრებს მიიღებენ. ლუკა და მისი თანაგუნდელები დონჩიჩის საყვარელ რესტორანს ესტუმრებიან, ბლედის ტბაზე ითევზავებენ, გოლფს ითამაშებენ და ხუთი დღის განმავლობაში ერთმანეთს დაუახლოვდებიან“.

ცნობისთვის, მამუკელაშვილმა „ლეიკერსთან“ 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ლოს-ანჯელესელებმა გასულ სეზონში 53 შეხვედრა მოიგეს და დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილი დაიკავეს. „ლეიკერსი“ ახალი სეზონისთვის მზადებას 6 ოქტომბერს დაიწყებს, რეგულარული სეზონის პირველ შეხვედრას კი 21 ოქტომბერს, „გოლდენ სტეიტთან“ გამართავს.