გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ეს შესაძლოა, ზუსტად ის იყოს, რაც სჭირდება“ | საფეხბურთო ანალიტიკოსი მამარდაშვილზე

ზაან ჰუსაინი საფეხბურთო ანალიტიკოსია, რომელიც უმეტესწილად „ლივერპულზე“ წერს და მერსისაიდულ გამოცემასთან, The Anfield Index-თანაც თანამშრომლობდა. ამჯერად მან გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა და ქართველ მეკარესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

„გიორგი მამარდაშვილში ტოპ მეკარის პოტენციალი ჯერ კიდევ არის. „ვალენსიაში“, ახალგაზრდულ ასაკშივე ვნახეთ, დარტყმების მოგერიების მხრივ რამდენად ელიტური შეიძლება იყოს, თუმცა მისი ლივერპულური კარიერა ჯერჯერობით იმედგამაცრუებელია.

ფეხით უკეთ უნდა ითამაშოს და ზოგადი მეკარეობის მხრივაც მოსამატებელი აქვს — განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ასპექტები საკუთარი საჯარიმოს განკარგვა და მცველებისთვის თავდაჯერებულობის გადაცემაა. მისი მჯერა. ალისონთან გატარებული კიდევ ერთი სეზონი და მისგან სწავლა შესაძლოა ზუსტად ის იყოს, რაც სჭირდება“.

სხვათა შორის, რამდენიმე საათის წინ ინგლისურ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. დაიწერა, რომ მამარდაშვილი „ლივერპულში“ გატარებული სადებიუტო სეზონით იმედგაცრუებულია და ხვდება, რომ ფეხით თამაშის მხრივ მოსამატებელი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისე გავბრაზდი, შეხვედრისთვის არ მიყურებია“ | სეხუდომ დვალიშვილთან მარცხზე ისაუბრა
„ისე გავბრაზდი, შეხვედრისთვის არ მიყურებია“ | სეხუდომ დვალიშვილთან მარცხზე ისაუბრა