მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

„ისე გავბრაზდი, შეხვედრისთვის არ მიყურებია“ | სეხუდომ დვალიშვილთან მარცხზე ისაუბრა

RAF-ის მომდევნო ღონისძიება, RAF 12, კლივლენდში გაიმართება და მისი მთავარი მოვლენა მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს მეორე დაპირისპირებაა. მათი პირველი შეხვედრა RAF Georgia-ზე გაიმართა და „მანქანა“ 0:8-ს აგებდა, თუმცა 11:8 იმარჯვა.

RAF 12 თბილისის დროით 23 აგვისტოს, დილის 04:00 საათიდან დაიწყება. მოახლოებულ ღონისძიებასთან დაკავშირებით ორგანიზაციამ პრომო-ვიდეო გამოაქვეყნა. დვალიშვილმა და სეხუდომ თბილისში გამართული შეხვედრა გაიხსენეს და ჰენრიმ განაცხადა, რომ ტრიბუნებზე ისეთი ატმოსფერო იყო, მხოლოდ მერაბის წინააღმდეგ კი არა, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჭიდაობდა.

„ახლაც არ ვიცი, რა მოხდა. არ ვიცი, ამ შეკითხვას როგორ ვუპასუხო. მხოლოდ მერაბის წინააღმდეგ კი არა, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ვჭიდაობდი. როდესაც გაქვს შანსი, ბოლო გადატრიალება შეასრულო და საქმე ბოლომდე მიიყვანო, ეს აუცილებლად უნდა გააკეთო.

როდესაც 8:0-ს იგებ, მატჩის დასრულება უნდა სცადო, განსაკუთრებით თუ ძალიან, ძალიან კარგ ფორმაში ხარ. მერაბი საქებარ სიტყვებს იმსახურებს, რადგან ეს ბიჭი ნამდვილი მანქანაა. იმ საღამოს მან დამამარცხა და ეს ძალიან მტკივნეული იყო. ისე ვარ გაბრაზებული, ამ შეხვედრის ჩანაწერი დღემდე არ მინახავს. თუმცა, რაც არის, არის. წაგებამ თავმდაბალი გამხადა და ამ სპორტის სილამაზე სწორედ ეს არის“, — განაცხადა სეხუდომ.

ცნობისთვის, RAF 12-ზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც იასპარეზებს. მისი მეტოქე ჯესი უეინ მენდესია. მათი დაპირისპირება ღონისძიების მესამე ბრძოლად არის დანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს საუკეთესო გარემარბები | რომელზეა კვარაცხელია ESPN-ის რეიტინგში
მსოფლიოს საუკეთესო გარემარბები | რომელზეა კვარაცხელია ESPN-ის რეიტინგში