ხვიჩა კვარაცხელია, ვილი სანიოლი
Aa
Aa

„კვარა და რამდენიმე ნიჭიერი მოთამაშე, ნაკრებს მარტო ვერ გაათრევს“

უკრაინულმა „Футбол 24“-მა ცნობილ მწვრთნელსა და ექსპერტთან ვიაჩესლავ გროზნისთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ერთ-ერთი კითხვა მოახლოებულ ერთა ლიგასა და უკრაინის ნაკრების შანსებს ეხებოდა.

ვიაჩესლავ გროზნი 2016/17 წლების სეზონში თბილისის „დინამოს” მთავარი მწვრთნელი იყო და ქართულ ფეხბურთს კარგად იცნობს.

- ერთ თვეში ერთა ლიგა იწყება. ამასობაში კი ჩვენს ლეგიონერებს პრობლემები შეექმნათ: ციგანკოვი „ჟირონას“ ხელმძღვანელობასთან საერთო ენას ვერ პოულობს, ტრუბინმა „ბენფიკას“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, სუდაკოვს აკრიტიკებენ, გუცულიაკი უგუნდოდაა, ბევრმა მოთამაშემ შეიცვალა ან იცვლის გუნდს. როგორ უნდა გამოვიდნენ ეროვნული ნაკრების მწვრთნელები ამ სიტუაციიდან?

„მე განსაკუთრებულ პრობლემებს ვერ ვხედავ. რაც შეეხება ციგანკოვს, მას „ჟირონას“ რიგებში მოედანზე გასვლაზე უარი არ უთქვამს. მედიამ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ინფორმაცია არასწორად გაავრცელა. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ის კონტრაქტს „ესპანიოლთან“ გააფორმებს და კატალონიიდან არსად წავა. იგივე ეხება ვანატსაც. თუ ლა ლიგაში გადასვლის ამოცანა დადგება, ის დარჩება.

რაც შეეხება მუდრიკს: ძალიან კარგია, რომ ის კვლავ შეძლებს თამაშს. მას სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, მაგრამ თუ მოედანზე გავა, სხვა ფეხბურთელებს მასთან კონკურენცია გაუჭირდებათ. ის, ვფიქრობ, კარგ ფიზიკურ ფორმაშია.

ტრუბინის დამატება „იუვენტუსს“ სურდა, მაგრამ „ბენფიკამ“ ძალიან ბევრი მოითხოვა. მეკარეებთან დაკავშირებით პრობლემას საერთოდ ვერ ვხედავ. არის ლუნინი „რეალში“, ვფიქრობ, ჟოზე მოურინიო მას მეტ სათამაშო პრაქტიკას მისცემს. ასევე არის რიზნიკი „შახტარიდან“.

დოვბიკი „ბოლონიაში“ გადავიდა, სადაც საკმარისი სათამაშო პრაქტიკა ექნება. მალინოვსკიც ითამაშებს „ტრაბზონსპორში“. იმიტომ, რომ როდესაც ფეხბურთელებს იწვევენ, მათ ლიდერის პოზიციებზე მოიაზრებენ.

და საერთოდაც, არ ვიტყოდი, რომ საქართველოს ნაკრებმა თამაშს მოუმატა მას შემდეგ, რაც ისინი პიკზე იყვნენ. კვარაცხელია და კიდევ რამდენიმე ნიჭიერი ფეხბურთელი ნაკრებს მარტო ვერ გაათრევენ. იმიტომ, რომ ჩვენ უფრო კვალიფიციური მოთამაშეები გვყავს. ზაბარნისა და მიკოლენკოს დონის მცველები მათ ნამდვილად არ ჰყავთ.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ მატჩს მოვიგებთ. და საერთოდ ჯგუფსაც. უნგრეთი, ისევე როგორც საქართველო, რამდენიმე წლის წინ იყო პიკზე. ჩრდილოეთ ირლანდია კერკეტი გუნდია, მაგრამ, მთელი პატივისცემის მიუხედავად, ჩვენი ფეხბურთელების დონის მოთამაშეები მათ არ ჰყავთ”.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფში უკრაინასთან პირველი მატჩი 28 სექტემბერს თბილისში გვექნება. განმეორებითი შეხვედრა 17 ნოემბერს, ნეიტრალურ მოედანზე სლოვაკეთში ქალაქ კოშიცეში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები