გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ქოჩორაშვილი სევილიაშია | ტრანსფერი მალე ოფიციალურად დადასტურდება

El Chiringuito TV-ის ჟურნალისტის, გონსალო ტორტოსას ინფორმაციით, გიორგი ქოჩორაშვილი სევილიაში იმყოფება და მალე მისი ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.

ოპერაციის დეტალები შეთანხმებულია, ლისაბონური კლუბი ნახევარმცველის სანაცვლოდ დაუყოვნებლივ 4,5 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსებიც (მიზნების მიღწევის მიხედვით) დაემატება.

როგორც A BOLA წერს, 27 წლის ფეხბურთელი თავისი მომავლის გარკვევას მოუთმენლად ელის. აცნობიერებს რა, რომ არ შედის რუი ბორჟესის გეგმებში, ქოჩორაშვილი „სევილიაში“ გადასვლას კარიერის ხელახლა ასაწყობად იდეალურ შესაძლებლობად განიხილავს.

ცნობისთვის, გასულ სეზონში ქოჩორაშვილმა ლისაბონურ კლუბში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და კარიერის გაგრძელების საუკეთესო მიმართულებად ახლა ლა ლიგას განიხილავს. თავდაპირველად ქოჩორაშვილით „ხეტაფეში“ გადასვლასთან იყო ახლოს, თუმცა „სევილიას“ მხრიდან დაინტერესების შემდეგ, ქართველმა ნახევარმცველმა მადრიდელები უარით გაისტუმრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები