„აშკარა შეცდომა“ - მსაჯთა კომიტეტი მიქაუტაძე-ლე ნორმანის ეპიზოდზე
ლა ლიგის მსაჯთა ტექნიკურმა კომიტეტმა (CTA) ატლეტიკო-ვილიარეალის მატჩში, გიორგი მიქაუტაძისა და რობინ ლე ნორმანის მონაწილეობით მომხდარ ინციდენტზე იმსჯელა.
CTA-ს განცხადებით, მატჩის 73-ე წუთზე მსაჯმა ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესმა „აშკარა შეცდომა“ დაუშვა.
„იმის გათვალისწინებით, რომ ეპიზოდი ე.წ. DOGSO ზონაში მოხდა (სადაც მეტოქეს გოლის გატანის აშკარა შესაძლებლობა ექმნება), ხოლო მიქაუტაძემ პოზიციური ბრძოლა მოიგო, მეტოქის კარისკენ მიდიოდა და ბურთს აკონტროლებდა, ლე ნორმანმა კი მას საჯარიმოში ორივე ხელი ჰკრა, ეს ეპიზოდი პენალტითა და პირდაპირი წითელი ბარათით უნდა დასრულებულიყო, რაც ერნანდეს ერნანდესმა მხოლოდ მომენტის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ დანიშნა“, - აღნიშნულია CTA-ს მოხსენებაში.
ცნობისთვის, პენალტი მიქაუტაძემ თავადვე გამოიყენა - ეს მისთვის ახალ სეზონში პირველი გოლი იყო, თუმცა გასულ ტურში ქართველმა შემტევმა „რასინგთან“ საგოლე გადაცემა შეასრულა.
„ვილიარეალმა“ კი პირველ ორ ტურში ფრედ ითამაშა და შესაბამისად 2 ქულით სატურნიორო ცხრილში ამ დროისთვის მე-9 ადგილზე იმყოფება. მიქაუტაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 28 აგვისტოს, სტუმრად „ალავესთან“ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.