სალიამ პრემიერ ლიგა გოლით დაიწყო! - ქართველმა ტოტენჰემის U21-ის გუნდს გაუტანა
პრემიერ ლიგა 2-ის პირველ ტურში, „ნიუკასლის“ U21 გუნდი საკუთარ მოედანზე „ტოტოენჰემის“ 21-წლამდე გუნდს დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.
უმცროსი „კაჭკაჭების“ ქართველი შემტევი, ვახტანგ სალია სასტარტო შემადგენლობაში იყო და „ნიუკასლიდან“ ერთადერთი გოლი სწორედ მან გაიტანა. ქართველმა შემტევმა მე-8 წუთზე ეფექტური შორეული დარტყმით ანგარიში გახსნა და „ნიუკასლი“ დააწინაურა, თუმცა მასპინძლებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს და დარჩენილ დროში „ტოტენჰემისგან“ 3 უპასუხო გოლი მიიღეს.
სალიას გოლი:
რაც შეეხება ვახტანგ სალიას, მთავარმა მწვრთნელმა ქართველი თავდამსხმელი 68-ე წუთზე შეცვალა.
„ნიუკასლის“ U21 გუნდი მომდევნო შეხვედრას 31 აგვისტოს, კვლავ საკუთარ მოედანზე „ფულემის“ 21-წლამდე გუნდთან გამართავს.