საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, იური სიომინი
Aa
Aa

„მსოფლიოზე რომ გასულიყვნენ, კარგად გამოვიდოდნენ“ | სიომინი საქართველოს ნაკრებზე

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა SHOTATMEDIA-სთან საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე ისაუბრა. სიომინს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰკითხეს და მისი აზრით, „ჯვაროსნები“ მუნდიალზე რომ გასულიყვნენ, კარგად იასპარეზებდნენ.

„საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ეს არ გამოვიდა და ალბათ, მათ იციან, ამის განმაპირობებელი მიზეზები რა იყო. ვფიქრობ, იღბალი საჭიროა და საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრებში იღბალი მათ მხარეს არ ყოფილა.

საქართველოს ნაკრები ძალიან მომწონს. ინტენსიური გუნდია, რომელიც არაპროგნოზირებადობით გამოირჩევა. ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ ბევრი გააკვირვა. ვფიქრობ, მსოფლიო ჩემპიონატზე რომ გასულიყვნენ, იქაც კარგად ითამაშებდნენ, რადგან ბევრი ვარსკვლავი ჰყავთ.

საქართველო ევროზე შეკრული გუნდი იყო, რომელიც შეტევაშიც და დაცვაშიც მუშაობდა. პრესინგის თამაშსა და უკან დახევას ასწრებდნენ და დაცვაშიც კარგად თამაშობდნენ. სწორედ ამიტომ გამოვიდნენ მაღალ დონეზე“.

ცნობისთვის, სიომინი კვარაცხელიასთან ერთად მოსკოვის „ლოკომოტივში“ მუშაობდა. „ლოკოს“ გარდა, ის „დინამო კიევის“, „დინამო მოსკოვის“, „გაბალასა“ და „როსტოვის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს სწორედ ისაა, რაც მჭირდება“ | მერაბის ახალი მწვრთნელი და მზადება იანისთვის
„ეს სწორედ ისაა, რაც მჭირდება“ | მერაბის ახალი მწვრთნელი და მზადება იანისთვის