2027 და 2028 - უეფამ ევროტურნირების ფინალების მასპინძელი ქალაქები დაასახელა
Aa
Aa

2027 და 2028 - უეფამ ევროტურნირების ფინალების მასპინძელი ქალაქები დაასახელა

უეფამ მომდევნო ორი სეზონის ევროთასების ფინალური მატჩების ჩატარების ადგილები გამოაცხადა.

2027/28 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი მიუნხენში, „ალიანს არენაზე“ გაიმართება. ევროპა ლიგის ფინალი მომდევნო სეზონში ბუქარესტის ეროვნულ სტადიონზე ჩატარდება, ხოლო კონფერენს ლიგის გადამწყვეტი მატჩი ტურინში, „ალიანს სთედიუმზე“.

2028/29 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალს „ბარსელონას“ საშინაო სტადიონი, „სფოთიფაი კამპ ნოუ“ უმასპინძლებს, რომელიც რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ 105 000 მაყურებელს დაიტევს. ევროპა ლიგის ფინალი ბელგრადში გაიმართება, კონფერენს ლიგის ფინალს კი ბუდაპეშტში „პუშკაშ არენა“ მიიღებს.

უეფას სუპერთასის მატჩი 2027 წელს ამსტერდამში, „იოჰან კრუიფ არენაზე“ ჩატარდება, ხოლო 2028-ში ასტანაში, „ასტანა არენაზე“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდში „ატლეტიკოს” სტადიონზე „ვანდა მეტროპოლიტანოზე” გაიმართება. ევროპა ლიგის ფინალი ფრანკფურტში „აიტრახტის“ საშინაო სტადიონზე, ხოლო კონფერენს ლიგის ფინალი სტამბულში „ბეშიქთაშის“ არენაზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები