იბერია 1999, იაგელონია
Aa
Aa

ბრძოლა და ამჯერადაც მარცხი - იბერია 1999 კონფერენს ლიგაზე ითამაშებს

ევროპა ლიგის პლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში „იბერია 1999“ თბილისში „მიხეილ მესხზე“ „იაგელონიას“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. ორი მატჩის ჯამში პოლონელებმა 6:1 მოიგეს და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ.

ისევე როგორც პირველი მატჩი, დღესაც „იბერია 1999“ საწყის წუთებში აქტიური იყო, თუმცა ამჯერადაც ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, რაც კლასში სხვაობას ნათლად ასახავს.

31-ე წუთზე ხესუს იმაზის გოლს, 35-ე წუთზე ზვიად ნაჭყებიამ უპასუხა და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.

უნდა აღინიშნოს, რომ „იბერიამ“ ბოლომდე იბრძოლა, დაიხარჯა და მომენტებიც შექმნა, მაგრამ საშემსრულებლო ოსტატობით მეტოქე გაცილებით მაღლა იდგა. ასევე აღსანიშნავია ანდრია ბართიშვილისა და ვახტანგ ბედოშვილის დანაკლისი. ისევე როგორც პირველ შეხვედრაში, დღესაც ეს ორი მოთამაშე ანდრეი დემჩენკოს გუნდს აშკარად აკლდა.

70-ე წუთზე ანდერს კლინგემ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. ბოლო წუთებზე „იბერიას“ მომენტები ჰქონდა, თუმცა რეალიზება ვერც ამჯერად შეძლეს და მეორე შეხვედრაშიც დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, რომ ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული წილისყრა, ხვალ (28 აგვისტო) გაიმართება, სადაც „იბერია 1999“-ის მეტოქეები გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები