ილია თოფურია, პედი პიმბლეტი, ბრაიან ორტეგა
Aa
Aa

„სიამოვნებით ვნახავდი პედის და ილიას ჩხუბს“ - ბრაიან ორტეგა

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, ბრაიან ორტეგა ამბობს, რომ პედი პიმბლეტთან ბრძოლა არ აინტერესებს, თუმცა სიამოვნებით გადაიხდიდა ფულს იმის სანახავად, თუ როგორ იჩხუბებდა პიმბლეტი ოქტაგონზე ილია თოფურიასთან ერთად.

ბრაიან ორტეგამ ათ წელზე მეტი გაატარა შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) უმაღლეს დონეზე ასპარეზობაში, მაგრამ UFC-ის ქვემსუბუქი წონის ვეტერანი ამბობს, რომ არის კონკრეტული ბრძოლები, რომლებიც მას უბრალოდ არ აინტერესებს.

ერთ-ერთი ასეთია პედი პიმბლეტთან პოტენციური დაპირისპირება.

მიუხედავად იმისა, რომ თავად ორტეგას პიმბლეტთან ჩხუბის სურვილი არ აქვს, მას სჯერა, რომ პიმბლეტისა და ილია თოფურიას შორის ბრძოლა სრულიად სხვა სანახაობა იქნებოდა.

„მე არ ვეჩხუბები პედი პიმბლეტს, მაგრამ ფულს გადავიხდიდი, რომ მისი და ილია თოფურიას ბრძოლა მენახა“, - განაცხადა ორტეგამ.

ორტეგამ განმარტა, რომ პიმბლეტთან პირადად არანაირი პრობლემა არ აქვს და პატივს სცემს ინგლისელს, თუმცა მიაჩნია, რომ ეს ორი მებრძოლი კარიერული განვითარების სრულიად სხვადასხვა გზაზე იმყოფება.

რას ამბობს ორტეგა:

„პედი პიმბლეტთან ჩხუბი? არა მეგობარო, ის კარგი ბიჭია და მისი გუნდიც ძალიან მაგარია, მაგრამ ის სულ სხვა ტრაექტორიაზეა, ვიდრე მე. ჩვენ ერთმანეთისგან შორს დავრჩებით.“

„პედი პიმბლეტი და ილია თოფურია? დიდი სიამოვნებით ვნახავდი მაგ ბრძოლას. მათ შორის უკვე საკმარისი ისტორია, „თრეშ-თოქი“ და სიტყვიერი დაპირისპირებაა იმისთვის, რომ მის სანახავად ფული გადავიხადო.“

ორტეგას ასევე მიაჩნია, რომ ეს ბრძოლა საინტერესო ტესტი იქნებოდა თოფურიასთვის, მის პროფესიონალურ კარიერაში განცდილი პირველი მარცხის შემდეგ:

„იმ კითხვების ფონზე, რომლებიც ილიას პირველი მარცხის შემდეგ გაჩნდა და იმის გათვალისწინებით, თუ როგორ გაუმკლავდება ის ფსიქოლოგიურად ოქტაგონზე დაბრუნებას, ეს შესანიშნავი ტესტი იქნებოდა.“

თოფურიას მომავლის გარშემო უცხოურ პრესაში ბევრი იწერება. დემეტრიუს ჯონსონთან ინტერვიუში გეიჯიმ აღნიშნა, რომ არ იცის, ოქტაგონში ოდესმე დაბრუნდება თუ არა. ერთადერთი, რაც „ჰაილაითმა“ იცის, ისაა, რომ 2026 წელს აღარ იჩხუბებს, რადგან აღდგენა და ძალების მოკრება სჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილია ბრძოლისთვის მზად არაა“ –  ილიას მწვრთნელი დენა უაითის განცხადებას უარყოფს
„ილია ბრძოლისთვის მზად არაა“ – ილიას მწვრთნელი დენა უაითის განცხადებას უარყოფს