„UFC-ის შეფები უკვე ძალიან მაბნევენ“ - ჩიმაევს ჩხუბი სურს
MMA-ს ბევრი გულშემატკივარი ელოდა, რომ უახლოეს მომავალში UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბი ჩაინიშნებოდა და საამისოდ ორი ვარიანტი არსებობდა - ან შონ სტრიკლენდსა და ხამზატ ჩიმაევს შორის რემატჩი უნდა გამართულიყო, ან ინგლისელს საჩემპიონო ქამარი ნასურდინ იმავოვთან დაეცვა. ჯერჯერობით ოფიციალურად არაფერი გაცხადებულა, რაზეც ყველაზე მეტად ხამზატ ჩიმაევი ნერვიულობს და უკვე იმდენად დაძაბულია, რომ არც დენა უაითისა და ჰანტერ კემპბელის გაკრიტიკებას აღარ ერიდება.
ხამზატ ჩიმაევი
UFC-დან ჯერჯერობით ისევ არაფერი ისმის, რაც ძალიან უცნაური და ჩემთვის დამაბნეველია. აბუ-დაბიში ჩხუბი მსურდა, მაგრამ სატიტულო ბრძოლა არ მითხოვია, რადგან ვიცოდი, რომ იქ სტრიკლენდი არ ჩამოვიდოდა. ამის შემდეგ დენასა და ჰანტერს ვუთხარი, რომ არ მსურდა ორწლიანი პაუზის აღება და იმის ლოდინი, როდის მოიშუშებდა შონი ტრავმებს. სწორედ ამ დროს გავრცელდა ინფორმაციები, რომ იმავოვს ქამარზე ჩხუბს უნიშნავდნენ, თუმცა მე არავინ შემხმიანებია. შეიცვალა, თუ არა ორგანიზაციის შეფების დამოკიდებულება ჩემს მიმართ სტრიკლენდთან მარცხის შემდეგ? არაფერი შეცვლილა. ისინი ბიზნესმენები არიან, როგორც მე და კონტრაქტის მიხედვით ვალდებულები არიან ბრძოლები მომცენ.
ცნობისათვის, ნასურდინ იმავოვმა თავად აღნიშნა, რომ უკვე იცის, როდის ჩაატარებს მომდევნო ჩხუბს და ისიც ზუსტად იცის, რომ სატიტულო იქნება, რაც ბუნებრივია ყველასთვის დამაბნეველია, რადგან როგორც თავად ხამზატ ჩიმაევმა აღნიშნა, მისთვის არავის არაფერი უთქვამს და არც შონ სტრიკლენდს გაუკეთებია მინიშნებები დაბრუნების თაობაზე.