ისლამ მახაჩევი, ჯონ ჯონსი
Aa
Aa

„ზედიზედ ოცი მოგება არ აქვს“ - მახაჩევმა ჯონსზე ისაუბრა

ისლამ მახაჩევმა UFC-ში ზედიზედ 17 ბრძოლა მოიგო, რითაც ლეგენდარული ანდერსონ სილვას რეკორდი დაამხო, რის შემდეგაც განაცხადა, რომ მიღწეულზე შეჩერებას არ აპირებს და მიზნად მოგებათა სერიის 20-მდე გაზრდას გეგმავს. რადგანაც ციფრი 20 ახსენა, ბევრმა ჩათვალა, რომ ისლამს ჯონ ჯონსის 20-მოგებიანი სერიის გამეორება სურს, თუმცა როგორც აღმოჩნდა დაღესტნელი „ბოუნსს“ ამ მხრივ რეკორდსმენად ნამდვილად არ მიიჩნევს, რის მიზეზებზეც დეტალურად ისაუბრა.

ისლამ მახაჩევი

ნამდვილად არ ვთვლი, რომ ჯონ ჯონსს 20-ბრძოლიანი გამარჯვებათა სერია აქვს. არ უარვყოფ რომ „ბოუნსი“ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი კი არა, მთლიანად ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორ შემთხვევაში მას დოპინგის მოხმარება დაუმტკიცეს. მიუხედავად ამისა, ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოა. საუკეთესო ვინ არის? კონკრეტულად ვერავის დავასახელებ, რადგან ეს ის თემაა, რომელსაც კამათი უხდება.

შეგახსენებთ, რომ 2009 წლის დეკემბერში მეტ ჰემილთან განცდილი მარცხის შემდეგ, ჯონ ჯონსმა ზედიზედ 20 ბრძოლა მოიგო, თუმცა რიგით მე-14 შეხვედრაში დენიელ კორმიესთან მოგებული ბრძოლის შემდეგ დოპინგ-ტესტი ჩააგდო, რის გამოც გამარჯვება მარცხად გადაუკეთეს და შესაბამისად, ამ კომპონენტში რეკორდების ნუსხაში მისი გვარი არ ფიგურირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს დასასრული არ არის“ | ასპინალი UFC-ის მძიმე წონის ჩემპიონი აღარაა
„ეს დასასრული არ არის“ | ასპინალი UFC-ის მძიმე წონის ჩემპიონი აღარაა