ალექს პერეირა, სირილ განი, ტომ ასპინალი
Aa
Aa

„ბევრს მივაღწიე და ამას ვიმსახურებ“ - პერეირა რემატჩს ითხოვს

UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის ახლა უკვე ყოფილი ჩემპიონის ტომ ასპინალის მიერ დღეს გაკეთებულმა განცხადებამ დიდი აურზაური გამოიწვია. ბრიტანელმა მებრძოლმა განაცხადა, რომ მხედველობასთან დაკავშირებით ისევ სერიოზული პრობლემები აქვს, რის გამოც თავს ვალდებულად თვლის დივიზიონი არ შეაფერხოს და ტიტული ვაკანტური გახადა. ახლა იმაზე მიდის მარჩიელობა, ვინ უნდა იბრძოლოს საჩემპიონო ქამრისთვის, თუმცა ალექს პერეირასთვის ამ მხრივ ნაკლები კითხვის ნიშანია და სირილ განთან რემატჩს საჯაროდ ითხოვს.

რას ამბობს პერეირა

ჩემსა და განს შორის რემატჩის ჩანიშვნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მერწმუნეთ, ამ ბრძოლის გამართვას საკმარისზე მეტი აზრი გააჩნია. ძალიან მინდა მესამე წონის ჩემპიონი გავხდე და მგონი ყველა გულშემატკივარს უნდა აინტერესებდეს, გამომივა თუ არა ამის გაკეთება. UFC-ში ბევრს მივაღწიე და ვფიქრობ, დენა უაითისგან და ჰანტერ კემპბელისგან ეს დავიმსახურე. ყოველ შემთხვევაში ვინმემ რომ მკითხოს, 15 ნოემბერს, ნიუ-იორკში ვისი ბრძოლის ხილვა მომინდებოდა მთავარ ივენთად, დაუფიქრებლად პერეირა-განს ვუპასუხებდი.

ცნობისათვის, ალექს პერეირასა და სირილ განს შორის პირველი დაპირისპირება თეთრი სახლის ღონისძიებაზე შედგა და ფრანგმა ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა. რაც შეეხება ტომ ასპინალს, მან თვალზე დაზიანება სწორედ განთან ჩხუბის დროს მიიღო, რის გამოც მათი ბრძოლა ანულირებულად გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მადლობა ღმერთს, რომ წონა შეიცვალა“ - ჯინ სილვა თოფურიაზე
„მადლობა ღმერთს, რომ წონა შეიცვალა“ - ჯინ სილვა თოფურიაზე