„არ დაგავიწყდეს, რომ გაგთიშეს“ | მახაჩევის განცხადება და ჯონსის პასუხი
ისლამ მახაჩევი თვლის, რომ ჯონ ჯონსს UFC-ში ზედიზედ 20-მოგებიანი სერია არ აქვს. მახაჩევს არგუმენტად აკრძალული პრეპარატები მოჰყავს და მიაჩნია, რომ დენიელ კორმიესთან ჩხუბის შემდეგ (მე-14 გამარჯვება, რომლის შედეგიც დოპინგის გამო გაუქმდა), „ბოუნსის“ სერიის დათვლა ახლიდან უნდა დაწყებულიყო.
„არ ვთვლი, რომ ჯონ ჯონსს ზედიზედ 20 ორთაბრძოლა აქვს მოგებული. არ უარვყოფ, რომ ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია, მაგრამ დოპინგზე ორჯერ ჩავარდა. მისი გამარჯვებების სერია ლეგიტიმური არაა, რადგან ოქტაგონში დოპინგის ზემოქმედების ქვეშ შევიდა და მოიგო. აქედან უნდა დაიწყოს მოგებების სერიის ახლიდან ათვლა, თუმცა ის მაინც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოა და ალბათ საუკეთესოც კია“.
მახაჩევის სიტყვები „ბოუნსს“ უყურადღებოდ არ დაუტოვებია და დაწერა: „1) თუ USADA-სი სჯერათ, რომ ჩემს ორგანიზმში პიკოგრამი დოპინგი იპოვეს, მაშინ USADA-ს იმ განცხადებისაც უნდა სჯეროდეთ, რომელშიც ამბობენ: „ეს არ ყოფილა პერფორმანსის გაუმჯობესების მცდელობა ან განზრახ მიღებული გადაწყვეტილება“. ორმაგი სტანდარტები არ გამოვა.
2) ბოლოს, როდესაც შევამოწმე, ოქტაგონში ყოველთვის ჩემი ხელი ასწიეს მაღლა. 3) შენმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მე „უფლის საჩუქარი“ ვარ. 4) არ დაგვავიწყდეს, რომ შენ დაგანოკაუტეს — გაგთიშეს და გონება დაკარგე. 5) დისი (დენიელ კორმიე), თავში ფეხი მოგარტყი და განაგრძე საკუთარი თავისთვის იმის თქმა, რომ ეს სტეროიდები იყო. თუ გჭირდებათ, საკუთარ თავს რაღაცები უთხრათ, რათა ღამე უკეთ დაიძინოთ, განაგრძეთ. განაგრძეთ ჩემი დევნა — მწვერვალზე მოსაწყენია. ისლამ, იმედია ერთ დღეს შენც აქ გიხილავ“.
ცნობისთვის, ჯონსს კარიერაში ერთადერთი წაგება აქვს. 2009 წლის დეკემბერში ის მეტ ჰემილთან მას შემდეგ დამარცხდა, რაც აკრძალული დარტყმის გამოყენების გამო დისკვალიფიკაცია მისცეს.