არინა საბალენკა, ელენა რიბაკინა
Aa
Aa

მე-3 დიდი სლემი კარიერაში - რიბაკინამ US Open მოიგო

ამერიკის ღია პირველობის ფინალში ერთმანეთს ელენა რიბაკინა და არინა საბალენკა დაუპირისპირდნენ. ბელორუსი ჩოგბურთელი ტიტულს იცავდა, თუმცა არ გამოუვიდა.

უმძიმეს ბრძოლაში, სამ სეტში რიბაკინამ 6:4 5:7 6:2 გაიმარჯვა და კარიერაში მესამე დიდი სლემის ტიტულს დაესაკუთრა.

პირველ სეტში რიბაკინა სრულ უპირატესობას ფლობდა და არინას არცერთი ბრეიკ პოინტი არ ჰქონდა. ელენამ ბრეიკი მე-5 გეიმში შეასრულა და მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა.

მეორე სეტში უკეთესი საბალენკა იყო. მიუხედავად ამისა, ყველაფერი თითქოს ტაი-ბრეიკისკენ მიდიოდა, მაგრამ მე-12 გეიმში, არინამ ბრეიკი შეასრულა და სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა.

დისაიდერში, საბალენკამ უნებლიე და ორმაგ შეცდომებს უმატა, რაც 2 ბრეიკად დაუჯდა. რიბაკინა საკუთარ ჩაწოდებაზე უშეცდომოდ თამაშობდა და საბოლოო ჯამში ფინალი მოიგო.

შეგახსენებთ, რომ უკვე დასრულებულ ამერიკის ღია პირველობაზე, ელენა რიბაკინა WTA რეიტინგის პირველი ნომერი გახდა. მან პირველობა სწორედ საბალენკას ჩამოართვა. ამ მომენტისთვის, ელენას 9901 ქულა დაუგროვდა.

TOP OF THE WORLD ????

Elena Rybakina defeats Sabalenka 6-4, 5-7, 6-2 to claim her first US Open title! pic.twitter.com/7XA520vTei

— US Open Tennis (@usopen) September 12, 2026

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები