ეკო გორგოძე
Aa
Aa

ლუბლიანას ჩელენჯერი - ეკო გორგოძე 1/8-ფინალში გავიდა

ლუბლიანას ჩელენჯერის 1/16-ფინალში ეკო გორგოძე WTA რეიტინგის 213-ე ნომერს, მარია კარლს დაუპირისპირდა.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ქართველმა ჩოგბურთელმა სამ სეტში 7:5 6:7 6:4 გაიმარჯვა და მერვედფინალში გავიდა.

პირველი სეტის მე-7 გეიმში არგენტინელმა ბრეიკი შეასრულა და წინ გავიდა, თუმცა ქართველმა უმალ უკუ-ბრეიკი მიითვალა და წონასწორობა აღადგინა. მე-12 გეიმში, ეკომ კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა და სეტი დახურა.

მეორე სეტში ჩოგბურთელებმა 3-3 ბრეიკი გაცვალეს და გამარჯვებული ტაი-ბრეიკმა გამოავლინა - 7:2 მარიას სასარგებლოდ.

დისაიდერში ორივე ჩოგბურთელი საკუთარ ჩაწოდებაზე ცუდად თამაშობდნენ. ეკომ 3-ჯერ წააგო თავისი ჩაწოდება, თუმცა ამის პარალელურად 4 ბრეიკი შეასრულა და მატჩი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

ცნობისთვის, ლუბლიანას ჩელენჯერის მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელი ჩეხ ლუსი ჰავლიჩკოვას შეხვდება, რომელიც WTA რეიტინგში 183-ე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველი გერმანელი ბორის ბეკერის შემდეგ | ზვერევმა US Open მოიგო
პირველი გერმანელი ბორის ბეკერის შემდეგ | ზვერევმა US Open მოიგო