ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ბასილაშვილმა მე-40 ნომერს მოუგო და ჩენგდუს ტურნირის 1/4-ფინალშია

ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში ATP-ის 250-ქულიანი ტურნირი მიმდინარეობს. ნიკოლოზ ბასილაშვილმა თავისი მატჩი მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიდერლანდელი ვან დე ზანდშულპი ორ სეტში 6:4, 7:5 დაამარცხა და 1/4-ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის მე-40 ჩოგანთან და გასული აშშ-ის ღია პირველობის 1/4-ფინალისტთან საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა. არც ერთი საკუთარი ჩაწოდება არ დაუთმია და შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

ქართველი ჩოგბურთელი ტურნირის 1/16 ფინალში მსოფლიო რეიტინგის მე-60 ნომერს, სერბ მიომირ კეჩმანოვიჩს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ორ სეტში დაამარცხა. ბასილაშვილმა მეტოქე ტაი-ბრეიკში 7:3 დაამარცხა. მეორე სეტი კი 6:4 მოიგო.

ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე 77-ე ჩოგანი ამერიკელი ჯენსონ ბროოკსბი იქნება.

ბოლოს გეტყვით, რომ ჩენგდუს ტურნირის გამარჯვებული 250 სარეიტინგო ქულასთან ერთად 184 085 დოლარს გამოიმუშავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები