ეკო გორგოძე
Aa
Aa

გამარჯვება ორ სეტში | ეკო გორგოძე ტოლენტინოს ჩელენჯერის მეოთხედფინალშია

იტალიის ქალაქ ტოლენტინოში, თიხის საფარზე ქალთა ჩელენჯერის ტურნირი მიმდინარეობს. ქართველი ჩოგბურთელი, ეკო გორგოძე მეშვიდე ნომრად არის განთესილი და მან მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

მერვედფინალში გორგოძე მსოფლიოს 197-ე ჩოგანს, ბარბორა პალიჩოვას დაუპირისპირდა და ჩეხი მეტოქე ორ სეტში, დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. საწყისი რვა გეიმის შემდეგ ანგარიში თანაბარი — 4:4 გახლდათ. მეცხრე გეიმში ეკომ ბრეიკპოინტი გამოიყენა, თუმცა პალიჩოვამ უკუბრეიკი შეასრულა და გორგოძეს სეტის წაღების საშუალება არ მისცა.

5:5-ზე ქართველმა ჩოგბურთელმა კიდევ ერთი ბრეიკპოინტი გამოიყენა და ამჯერად სეტი დახურა — 7:5. მეორე პარტიაში ეკო 2:4-ს აგებდა, თუმცა ზედიზედ ორი გეიმი მოიგო და ანგარიში გაათანაბრა. 5:5-ზე გორგოძემ ბრეიკპოინტი გამოიყენა და მეორე სეტიც 7:5 მოიგო.

ცნობისთვის, მეოთხედფინალში გორგოძის მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ქართველი ჩოგბურთელი იტალიელ სამირა დე სტეფანოსა ან ესპანელ ოქსანა სელეხმეტევას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზუსტად ესაა განსხვავება, სწორედ ამიტომ ვამაყობ“ | სანიოლმა ოქროს ბურთსა და ხვიჩაზე ისაუბრა
„ზუსტად ესაა განსხვავება, სწორედ ამიტომ ვამაყობ“ | სანიოლმა ოქროს ბურთსა და ხვიჩაზე ისაუბრა