ტოლენტინოს ჩელენჯერი, წყვილები - გორგოძე ფინალშია
ტოლენტინოს ჩელენჯერის 1/2-ფინალში, წყვილთა თანრიგში ეკო გორგოძე და მისი პარტნიორი, ბერძენი დესპინა პაპამიხაილი იტალიურ დუეტს, ჯესიკა რუჯერი/ანჯელიკა მორატელის დაუპირისპირდნენ. გამარჯვება ქართულ/ბერძნულ წყვილს დარჩა - 6:2, 7:6.
პირველი სეტი ეკომ და პაპამიხაილმა ძალიან კარგად დაიწყეს და 5:1 დაწინაურდნენ, შემდეგ ერთი გეიმი დათმეს და პარტია მარტივად მოიგეს - 6:2.
მეორე სეტი ეკომ და დესპინამ მეტოქის ჩაწოდებაზე აღებული გეიმით დაიწყეს, თუმცა იტალიურმა დუეტმა ანგარიში რამდენჯერმე გაათანაბრა და საბოლოოდ საქმე თაიბრეიქამდე მივიდა, რომელშიც უკეთესად გორგოძე/პაპამიხაილმა ითამაშეს - 7:5.
შედეგად ქართულ/ბერძნულმა დუეტმა გაიმარჯვა და ფინალში გავიდა, სადაც ჩეხებს, ანეტა კუჩმოვასა და ანეტა ლაბუტკოვას შეხვდება.